გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1104
სათაური: ჩხრეკა-ამოღება სისხლის სამართლის პროცესში
სხვა სათაურები: შედარებით-სამართლებრივი ანალიზი
ავტორები: მეგრელაძე, თინათინ 
ხელმძღვანელი: გოგნიაშვილი, ნინო 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ჩხრეკა-ამოღება
შედარებით-სამართლებრივი ანალიზი
სისხლის სამართალი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
წინამდებარე ნაშრომი შეეხება სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთ პრობლემურ საკითხს, კერძოდ, ჩხრეკა-ამოღებას, როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ერთ-ერთ ყველაზე შემზღუდველ საგამოძიებო მოქმედებას. ნაშრომის აქტუალურობა განპირობებულია იმით, რომ ჩხრეკა-ამოღების პროცესის ხარვეზიანმა საკანონმდებლო რეგულირებამ ან/და ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან არაკეთილსინდისიერმა საქმიანობამ შეიძლება რეალური საფრთხის ქვეშ დააყენოს ადამიანის უფლებების დაცულობის ხარისხი, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოების მხრიდან მართლმსაჯულების პროცესისადმი უნდობლობას გამოიწვევს.
საყურადღებოა, რომ ნაშრომში გამოკვეთილი ზოგიერთი პრობლემური საკითხი ამ დრომდე არ გამხდარა აქტიური მსჯელობის საგანი, რაზეც მეტყველებს ამ საკითხებთან დაკავშირებით ქართულენოვანი სამეცნიერო ნაშრომების სიმწირე, (ფაქტობრივად, არც არსებობს ნაშრომში წამოჭრილ ზოგიერთ საკითხზე რაიმე ლიტერატურა). ვფიქრობ, რომ ნაშრომის აქტუალურობა, გარდა საკვლევი საგამოძიებო მოქმედების განსაკუთრებით მზღუდავი ბუნებისა, განპირობებულია იმითაც, რომ არ ეხება მრავალგზის განხილულ და აშკარა პრობლემებს.
ნაშრომის მიზანია გამოკვეთოს ჩხრეკა-ამოღების მარეგულირებელ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რაც კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებს უქმნის რეალურ საფრთხეს, ასევე გამოკვლეულ იქნეს ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის კანონშესაბამისობა, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომელიც სახელმძღვანელოა საერთო სასამართლოებისთვის. წინამდებარე ნაშრომი ასევე მიზნად ისახავს, გამოკვეთოს ის რისკები, რომელიც გამოძიების პროცესში შეიძლება წარმოიშვას და გაამახვილოს ყურადღება ამის ხელშემწყობ ფაქტორებზე. ნაშრომის მიზანია მკითხველს დაანახოს ის არათანასწორი მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება დაცვის მხარე მისი ინიციატივით ჩხრეკა-ამოღების ჩატარების დროს (ბრალდების მხარესთან შედარებით). ზემოაღნიშნული პრობლემების გამოკვეთის გზით, საბოლოო მიზანს წარმოადგენს შესაბამისი გამოსავლის ძიებით დროულად აღმოფხვრას არსებული ხარვეზები.
URI: https://openscience.ge/handle/1/1104
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro megreladze.pdfჩხრეკა-ამოღება სისხლის სამართლის პროცესში (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი)885.28 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

469
checked on May 4, 2024

გადმოწერა

5,525
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.