Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. ჩხრეკა-ამოღება სისხლის სამართლის პროცესში
 
  • Details
Options

ჩხრეკა-ამოღება სისხლის სამართლის პროცესში

შედარებით-სამართლებრივი ანალიზი
Date Issued
2019
Author(s)
მეგრელაძე, თინათინ  
Advisor(s)
გოგნიაშვილი, ნინო  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1104
Abstract
წინამდებარე ნაშრომი შეეხება სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთ პრობლემურ საკითხს, კერძოდ, ჩხრეკა-ამოღებას, როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ერთ-ერთ ყველაზე შემზღუდველ საგამოძიებო მოქმედებას. ნაშრომის აქტუალურობა განპირობებულია იმით, რომ ჩხრეკა-ამოღების პროცესის ხარვეზიანმა საკანონმდებლო რეგულირებამ ან/და ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან არაკეთილსინდისიერმა საქმიანობამ შეიძლება რეალური საფრთხის ქვეშ დააყენოს ადამიანის უფლებების დაცულობის ხარისხი, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოების მხრიდან მართლმსაჯულების პროცესისადმი უნდობლობას გამოიწვევს.
საყურადღებოა, რომ ნაშრომში გამოკვეთილი ზოგიერთი პრობლემური საკითხი ამ დრომდე არ გამხდარა აქტიური მსჯელობის საგანი, რაზეც მეტყველებს ამ საკითხებთან დაკავშირებით ქართულენოვანი სამეცნიერო ნაშრომების სიმწირე, (ფაქტობრივად, არც არსებობს ნაშრომში წამოჭრილ ზოგიერთ საკითხზე რაიმე ლიტერატურა). ვფიქრობ, რომ ნაშრომის აქტუალურობა, გარდა საკვლევი საგამოძიებო მოქმედების განსაკუთრებით მზღუდავი ბუნებისა, განპირობებულია იმითაც, რომ არ ეხება მრავალგზის განხილულ და აშკარა პრობლემებს.
ნაშრომის მიზანია გამოკვეთოს ჩხრეკა-ამოღების მარეგულირებელ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რაც კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებს უქმნის რეალურ საფრთხეს, ასევე გამოკვლეულ იქნეს ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის კანონშესაბამისობა, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომელიც სახელმძღვანელოა საერთო სასამართლოებისთვის. წინამდებარე ნაშრომი ასევე მიზნად ისახავს, გამოკვეთოს ის რისკები, რომელიც გამოძიების პროცესში შეიძლება წარმოიშვას და გაამახვილოს ყურადღება ამის ხელშემწყობ ფაქტორებზე. ნაშრომის მიზანია მკითხველს დაანახოს ის არათანასწორი მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება დაცვის მხარე მისი ინიციატივით ჩხრეკა-ამოღების ჩატარების დროს (ბრალდების მხარესთან შედარებით). ზემოაღნიშნული პრობლემების გამოკვეთის გზით, საბოლოო მიზანს წარმოადგენს შესაბამისი გამოსავლის ძიებით დროულად აღმოფხვრას არსებული ხარვეზები.
Subjects

ჩხრეკა-ამოღება

შედარებით-სამართლებრი...

სისხლის სამართალი

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro megreladze.pdf

Description
ჩხრეკა-ამოღება სისხლის სამართლის პროცესში (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი)
Size

885.28 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):63a66df9d84990b05db9db23d1d40729

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact