გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1087
სათაური: განზრახვა და გაუფრთხილებლობა საფრთხის დელიქტებში
ავტორები: გამხიტაშვილი, გიორგი 
ხელმძღვანელი: თოდუა, ნონა 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საფრთხის დელიქტები
განზრახვა
გაუფრთხილებლობა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
როგორც ცნობილია, საფრთხის დელიქტებს, თავისი განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ სისხლის სამართლის კოდექსში. მათი განსაკუთრებულობა კი, პირველ რიგში, გამომდინარეობს იმ როლიდან, რომლის შესასრულებლადაც გახდა საჭირო მათი დანერგვა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. კერძოდ, აქ ხაზგასასმელია, საფრთხის დელიქტების მიერ დასაცავი ობიექტების ღირებულება და სახელმწიფოს მიერ მათი უსაფრთხოდ არსებობის უპირობოდ უზრუველყოფა. ეს ფუნდამენტური ღირებულებები გახლავთ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელთა ხელყოფისაგან წინარე ეტაპზე დასაცავადაც კანონმდებლის მიერ შემოღებულ იქნა ზოგადი დელიქტისაგან განსხვავებული შემადგენლობები - საფრთხის დელიქტების სახით. სწორედ ამ უკანასკნელთა მიერ დასაცავი სამართლებრივი სიკეთის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათი ობიექტური მხარის აგებულება გარკვეული სპეციფიკურობით ხასიათდება. კერძოდ, კლასიკური დელიქტებისაგან განსხვავებით, მათი დისპოზიცია გამოიხატება ქმედების განხორციელებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სისხლის სამართლის კოდექსით დაცულ ამა თუ იმ სიკეთეს (კონკრეტული საფრთხის დელიქტები) ან ამ ქმედების ჩადენა იმთავითვე, ორგანულად დაკავშირებულია საფრთხის წარმოქმნასთან (აბსტრაქტული საფრთხის დელიქტები). ანუ ქმედების განხორციელებასა და საფრთხის წარმოქმნას შორის არ არსებობს დროის ინტერვალი. ესე იგი ქმედება თავისი საშიში თვისებებიდან გამომდინარე, იმთავითვე საფრთხის წყაროდ გვევლინება. სწორედ აქედან გამომდინარე, საინტერესოა, განზრახვისა და გაუფრთხილებლობის, როგორც ბრალის ფორმების, შეთავსების საკითხის განხილვა საფრთხის დელიქტებთან. გასარკვევია, რამდენად სრულადაა წარმოდგენილი ბრალის თითოეული ფორმა კონკრეტულ და აბსტრაქტულ საფრთხის დელიქტებში, ხომ არ არსებობს გარკვეული პრობლემა განზრახვის ან გაუფრთხილებლობის რომელიმე სახის გამოყენებისას საფრთხის დელიქტებში? ეს საკითხი იმსახურებს ვიწროდ, კონკრეტულად ამ კუთხით გამოკვლევას, ვინაიდან საფრთხის დელიქტების თავისებურების გარდა, ბრალის ფორმებსაც გააჩნიათ მათთვის დამახასიათებელი ისეთი ნიშნები, რომლებიც დღემდე სხვადასხვანაირად არის გაგებული როგორც ქართულ, აგრეთვე, უცხოურ სამეცნიერო იურიდიულ ლიტერატურაშიც.
URI: https://openscience.ge/handle/1/1087
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro gamkhitashvili.pdfგანზრახვა და გაუფრთხილებლობა საფრთხის დელიქტებში877.66 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

658
checked on May 5, 2024

გადმოწერა

3,164
checked on May 5, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.