Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1087
DC FieldValueLanguage
dc.contributor.advisorთოდუა, ნონაka
dc.contributor.authorგამხიტაშვილი, გიორგიka
dc.date.accessioned2019-12-13T13:52:56Z-
dc.date.available2019-12-13T13:52:56Z-
dc.date.issued2019-
dc.identifier.urihttps://openscience.ge/handle/1/1087-
dc.description.abstractროგორც ცნობილია, საფრთხის დელიქტებს, თავისი განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ სისხლის სამართლის კოდექსში. მათი განსაკუთრებულობა კი, პირველ რიგში, გამომდინარეობს იმ როლიდან, რომლის შესასრულებლადაც გახდა საჭირო მათი დანერგვა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. კერძოდ, აქ ხაზგასასმელია, საფრთხის დელიქტების მიერ დასაცავი ობიექტების ღირებულება და სახელმწიფოს მიერ მათი უსაფრთხოდ არსებობის უპირობოდ უზრუველყოფა. ეს ფუნდამენტური ღირებულებები გახლავთ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელთა ხელყოფისაგან წინარე ეტაპზე დასაცავადაც კანონმდებლის მიერ შემოღებულ იქნა ზოგადი დელიქტისაგან განსხვავებული შემადგენლობები - საფრთხის დელიქტების სახით. სწორედ ამ უკანასკნელთა მიერ დასაცავი სამართლებრივი სიკეთის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათი ობიექტური მხარის აგებულება გარკვეული სპეციფიკურობით ხასიათდება. კერძოდ, კლასიკური დელიქტებისაგან განსხვავებით, მათი დისპოზიცია გამოიხატება ქმედების განხორციელებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სისხლის სამართლის კოდექსით დაცულ ამა თუ იმ სიკეთეს (კონკრეტული საფრთხის დელიქტები) ან ამ ქმედების ჩადენა იმთავითვე, ორგანულად დაკავშირებულია საფრთხის წარმოქმნასთან (აბსტრაქტული საფრთხის დელიქტები). ანუ ქმედების განხორციელებასა და საფრთხის წარმოქმნას შორის არ არსებობს დროის ინტერვალი. ესე იგი ქმედება თავისი საშიში თვისებებიდან გამომდინარე, იმთავითვე საფრთხის წყაროდ გვევლინება. სწორედ აქედან გამომდინარე, საინტერესოა, განზრახვისა და გაუფრთხილებლობის, როგორც ბრალის ფორმების, შეთავსების საკითხის განხილვა საფრთხის დელიქტებთან. გასარკვევია, რამდენად სრულადაა წარმოდგენილი ბრალის თითოეული ფორმა კონკრეტულ და აბსტრაქტულ საფრთხის დელიქტებში, ხომ არ არსებობს გარკვეული პრობლემა განზრახვის ან გაუფრთხილებლობის რომელიმე სახის გამოყენებისას საფრთხის დელიქტებში? ეს საკითხი იმსახურებს ვიწროდ, კონკრეტულად ამ კუთხით გამოკვლევას, ვინაიდან საფრთხის დელიქტების თავისებურების გარდა, ბრალის ფორმებსაც გააჩნიათ მათთვის დამახასიათებელი ისეთი ნიშნები, რომლებიც დღემდე სხვადასხვანაირად არის გაგებული როგორც ქართულ, აგრეთვე, უცხოურ სამეცნიერო იურიდიულ ლიტერატურაშიც.ka
dc.language.isokaen
dc.publisherIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.publisherივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.subjectსაფრთხის დელიქტებიka
dc.subjectგანზრახვაka
dc.subjectგაუფრთხილებლობაka
dc.titleგანზრახვა და გაუფრთხილებლობა საფრთხის დელიქტებშიka
dc.typemaster thesisen
dc.typeსამაგისტრო ნაშრომიka
thesis.degree.nameMaster of Lawen
thesis.degree.nameსამართლის მაგისტრიka
thesis.degree.level1-
thesis.degree.disciplineსამართალი/LAWka
dc.contributor.institutionIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.contributor.institutionივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.contributor.facultyFaculty of Lawen
dc.contributor.facultyიურიდიული ფაკულტეტიka
item.languageiso639-1ka-
item.cerifentitytypePublications-
item.cerifentitytypePublications-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_bdcc-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_18cf-
item.openairetypemaster thesis-
item.openairetypeსამაგისტრო ნაშრომი-
item.grantfulltextopen-
item.fulltextWith Fulltext-
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)
Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro gamkhitashvili.pdfგანზრახვა და გაუფრთხილებლობა საფრთხის დელიქტებში877.66 kBAdobe PDFView/Open
Show simple item record

CORE Recommender

Page view(s)

658
checked on May 5, 2024

Download(s)

3,164
checked on May 5, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.