გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1084
სათაური: უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვის თავისებურებანი
ავტორები: აღოშაშვილი, ნათია 
ხელმძღვანელი: მიქანაძე, გივი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის როლი
მსჯავრდებული
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
წარმოდგენილ ნაშრომში განხილული საკითხი - უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლება, ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმია სასჯელის მიზნის მიღწევისთვის, კერძოდ, მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობისთვის. სახელმწიფო პოლიტიკის ლიბერალიზაციის კვალდაკვალ, რის საფუძველზეც ადამიანი მიჩნეულ იქნა უმაღლეს ღირებულებად, სასჯელის მიზანად განისაზღვრა არა ტკივილის მიყენება, არამედ რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცლება. ადამიანი თავად უნდა იყოს „მიზანი“ და არა მიზნის მიღწევის საშუალება. შესაბამისად, სასჯელის აღსრულება არ უნდა იწვევდეს ტანჯვას და ტკივილის შემცირებისთვის მოძიებულ უნდა იქნეს სასჯელის ალტერანტივები, ხოლო რიგ შემთხვევებში შესაძლებელია საერთოდ აღარ გაგრძელდეს რეაგირება დანაშაულზე. გრძელვადიანი პატიმრობის შემთხვევაში სასჯელისაგან გამოწვეული ტკივილის შემცირების ერთ-ერთ საშუალებად შეგვიძლია ჩავთვალოთ პირობით ვადამდე გათავისუფლება გარკვეული დათქმით, რომელიც ნაკლებ ტანჯვას გამოიწვევს ადამიანში. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მინიმალური სტანდარტია უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირების შემთხვევაში - არსებობდეს შესაძლებლობა/მოლოდინი უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირების გათავისუფლების, შესაბამისად პირობით ვადამდე გათავისუფლება ყველა მსჯავრდებულზე უნდა გავრცელდეს, მათ შორის უვადო თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებზეც, რადგან მათ არ უნდა ჩამოერთვათ გათავისუფლების იმედი. არავის შეუძლია ამტკიცოს, რომ უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი ყოველთვის საშიშროების შემცველი იქნება საზოგადოებისათვის, ხოლო მეორეს მხრივ, ასევე იმედდაკარგული პატიმარი გამოიწვევს ციხის მართვის გართულებას.
URI: https://openscience.ge/handle/1/1084
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro aghoshashvili.pdfუვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვის თავისებურებანი883.58 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

189
checked on May 17, 2024

გადმოწერა

933
checked on May 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.