Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1084
Title: უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვის თავისებურებანი
Authors: აღოშაშვილი, ნათია 
Advisor: მიქანაძე, გივი 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის როლი
მსჯავრდებული
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
წარმოდგენილ ნაშრომში განხილული საკითხი - უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლება, ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმია სასჯელის მიზნის მიღწევისთვის, კერძოდ, მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობისთვის. სახელმწიფო პოლიტიკის ლიბერალიზაციის კვალდაკვალ, რის საფუძველზეც ადამიანი მიჩნეულ იქნა უმაღლეს ღირებულებად, სასჯელის მიზანად განისაზღვრა არა ტკივილის მიყენება, არამედ რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცლება. ადამიანი თავად უნდა იყოს „მიზანი“ და არა მიზნის მიღწევის საშუალება. შესაბამისად, სასჯელის აღსრულება არ უნდა იწვევდეს ტანჯვას და ტკივილის შემცირებისთვის მოძიებულ უნდა იქნეს სასჯელის ალტერანტივები, ხოლო რიგ შემთხვევებში შესაძლებელია საერთოდ აღარ გაგრძელდეს რეაგირება დანაშაულზე. გრძელვადიანი პატიმრობის შემთხვევაში სასჯელისაგან გამოწვეული ტკივილის შემცირების ერთ-ერთ საშუალებად შეგვიძლია ჩავთვალოთ პირობით ვადამდე გათავისუფლება გარკვეული დათქმით, რომელიც ნაკლებ ტანჯვას გამოიწვევს ადამიანში. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მინიმალური სტანდარტია უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირების შემთხვევაში - არსებობდეს შესაძლებლობა/მოლოდინი უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირების გათავისუფლების, შესაბამისად პირობით ვადამდე გათავისუფლება ყველა მსჯავრდებულზე უნდა გავრცელდეს, მათ შორის უვადო თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებზეც, რადგან მათ არ უნდა ჩამოერთვათ გათავისუფლების იმედი. არავის შეუძლია ამტკიცოს, რომ უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი ყოველთვის საშიშროების შემცველი იქნება საზოგადოებისათვის, ხოლო მეორეს მხრივ, ასევე იმედდაკარგული პატიმარი გამოიწვევს ციხის მართვის გართულებას.
URI: https://openscience.ge/handle/1/1084
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro aghoshashvili.pdfუვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვის თავისებურებანი883.58 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

182
checked on May 3, 2024

Download(s)

932
checked on May 3, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.