გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1079
სათაური: კონსტიტუციის გადასინჯვის ქართული მოდელის სამართლებრივი ანალიზი
ავტორები: გახოკიძე, ანა 
ხელმძღვანელი: მაჭარაძე, ზურაბ 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: კონსტიტუციის გადასინჯვა
სამართლებრივ-პოლიტიკური მექანიზმი
კონსტიტუციური ცვლილებები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
„კონსტიტუცია წარმოადგენს ქვეყნის ძირითად კანონს“, მიუხედავად აღნიშნული ფრაზის ტრაფარეტულობისა, იგი უცვლელ რეალობას წამოადგენს, რომელსაც ვერსად გავექცევით. კონსტიტუციის გადასინჯვა თავისი არსით გულისხმობს ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებების შეტანას. მსოფლიოს ქვეყნების სახელმწიფო მოწყობა და უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების ფუნქციები და აღნიშნულ ორგანოებს შორის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი, მეტწილად, იდენტიფიცირებულია მათს კონსტიტუციებში, სწორედ ამ დოკუმენტით ხდება ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა რეგლამენტირება. შესაბამისად, მას სასიცოცხლო როლი ეკისრება სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია წარმოადგენს სახელმწიფოს ქვაკუთხედს, იგი არ განიხილება აბსოლუტურად მყარ და უცვლელ მოცემულობად. კონსტიტუცია სოციალური, პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც, როგორც წესი, უნდა შეესაბამებოდეს ქვეყანაში არსებულ რეალობას, სოციალურ ფონსა და გარემოს, გარკვეულწილად, მორგებული უნდა იყოს კონკრეტული საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს თავისებურებებზე.
კონსტიტუცია ცოცხალი ორგანიზმია და, თითოეულ თაობას გააჩნია უფლება, ცხოვრობდეს საკუთარი განვითარების, წესებისა და შეხედულების შესაბამისად, საზოგადოების თითოეულ წევრს გააჩნია უფლება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისა. ამავდროულად, ხშირ შემთხვევაში, აგრეთვე საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ, გამოიკვეთება კონსტიტუციების ისტორიული ხარვეზები და, შესაძლებელია, სწორედ წარსული გამოცდილებით იყოს ნაკარნახევი ცვლილებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება ხშირად აუცილებელი პროცესიც კი გახლავთ.
URI: https://openscience.ge/handle/1/1079
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro gakhokidze.pdfკონსტიტუციის გადასინჯვის ქართული მოდელის სამართლებრივი ანალიზი841.04 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

212
checked on May 19, 2024

გადმოწერა

3,137
checked on May 19, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.