Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1079
Title: კონსტიტუციის გადასინჯვის ქართული მოდელის სამართლებრივი ანალიზი
Authors: გახოკიძე, ანა 
Advisor: მაჭარაძე, ზურაბ 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: კონსტიტუციის გადასინჯვა
სამართლებრივ-პოლიტიკური მექანიზმი
კონსტიტუციური ცვლილებები
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
„კონსტიტუცია წარმოადგენს ქვეყნის ძირითად კანონს“, მიუხედავად აღნიშნული ფრაზის ტრაფარეტულობისა, იგი უცვლელ რეალობას წამოადგენს, რომელსაც ვერსად გავექცევით. კონსტიტუციის გადასინჯვა თავისი არსით გულისხმობს ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებების შეტანას. მსოფლიოს ქვეყნების სახელმწიფო მოწყობა და უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების ფუნქციები და აღნიშნულ ორგანოებს შორის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი, მეტწილად, იდენტიფიცირებულია მათს კონსტიტუციებში, სწორედ ამ დოკუმენტით ხდება ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა რეგლამენტირება. შესაბამისად, მას სასიცოცხლო როლი ეკისრება სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია წარმოადგენს სახელმწიფოს ქვაკუთხედს, იგი არ განიხილება აბსოლუტურად მყარ და უცვლელ მოცემულობად. კონსტიტუცია სოციალური, პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც, როგორც წესი, უნდა შეესაბამებოდეს ქვეყანაში არსებულ რეალობას, სოციალურ ფონსა და გარემოს, გარკვეულწილად, მორგებული უნდა იყოს კონკრეტული საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს თავისებურებებზე.
კონსტიტუცია ცოცხალი ორგანიზმია და, თითოეულ თაობას გააჩნია უფლება, ცხოვრობდეს საკუთარი განვითარების, წესებისა და შეხედულების შესაბამისად, საზოგადოების თითოეულ წევრს გააჩნია უფლება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისა. ამავდროულად, ხშირ შემთხვევაში, აგრეთვე საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ, გამოიკვეთება კონსტიტუციების ისტორიული ხარვეზები და, შესაძლებელია, სწორედ წარსული გამოცდილებით იყოს ნაკარნახევი ცვლილებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება ხშირად აუცილებელი პროცესიც კი გახლავთ.
URI: https://openscience.ge/handle/1/1079
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro gakhokidze.pdfკონსტიტუციის გადასინჯვის ქართული მოდელის სამართლებრივი ანალიზი841.04 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

212
checked on May 5, 2024

Download(s)

3,134
checked on May 5, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.