გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1061
სათაური: ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულება ადამიანის კომპანიონ ცხოველთა დაცვისა და კეთილდღეობის
ავტორები: გაბიძაშვილი, თეა 
ხელმძღვანელი: კოპალეიშვილი, მაია 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: კომპანიონი ცხოველი
„ცხოველთა კეთილდღეობის“ ცნება
კანონის აღსრულებაზე კონტროლი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ადამიანთა და ცხოველთა კეთილდღეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული
ერთმანეთთან. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ მათ მიმართ, ვისაც მოვიშინაურებთ
და ეს არ არის მხოლოდ ლიტერატურული გადახვევა. ეს არის რეალობა,
რომლისგანაც სამწუხაროდ დღეს ძალიან შორს ვართ. კომპანიონ ცხოველთა
დაცვის სფეროში, დღევანდელ საქართველოში უამრავი პრობლემაა, რომელთა
იგნორირებამ შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.
წინამდებარე ნაშრომში გამოკვლეულია ადმინისტრაციული ორგანოების
ვალდებულება ადამიანის კომპანიონ ცხოველთა დაცვისა და კეთილდღეობის
უზრუნველყოფის სფეროში. განსახილველი თემა მეტად აქტუალურია,
რამდენადაც საკანონმდებლო დონეზე არსებობს არაერთი ხარვეზი, რაც
შემდეგომ ასახვას ჰპოვებს ყოველდღიურ ცხოვრებაში და პრობლემებს
წარმოშობს პრაქტიკული თვალსაზრისით. დროთა განმავლობაში იზრდება
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ადამიანისა და ცხოველის თანაცხოვრების
პირობებში განახორციელოს, ერთი მხრივ ადამიანის უფლებებისა და
უსაფრთხოების, ხოლო მეორე მხრივ - ცხოველთა სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დაცვა გონივრული ბალანსის უზრუნველყოფის მეშვეობით.
კომპანიონი ცხოველებისათვის „ოჯახის წევრის სტატუსის“ მინიჭების
გათალისწინებით საინტერესოა, რამდენად მაქსიმალურად არის
უზრუნველყოფილი მათი კეთილდღეობა და რა მექნიზმებს იყენებს სახელმწიფო
აღნიშნულის მისაღწევად.
სამწუხაროდ, კომპანიონ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის
გახშირებული შემთხვევები არის უშუალო მტკიცებულება იმისა, რომ
დღესდღეობით, საქართველოში მოქმედი რეგულაციები და ადმინისტრაციული
ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებები ვერ უზრუნველყოფენ მათ
დაცულობასა და კეთილდღეობას.
URI: https://openscience.ge/handle/1/1061
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro gabidzishvili.pdfადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულება ადამიანის კომპანიონ ცხოველთა დაცვისა და კეთილდღეობის734.62 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

211
checked on Apr 26, 2024

გადმოწერა

1,655
checked on Apr 26, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.