Please use this identifier to cite or link to this item:
https://openscience.ge/handle/1/1061
Title: | ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულება ადამიანის კომპანიონ ცხოველთა დაცვისა და კეთილდღეობის | Authors: | გაბიძაშვილი, თეა | Advisor: | კოპალეიშვილი, მაია | Degree Name: | Master of Law სამართლის მაგისტრი |
Degree Discipline: | სამართალი/LAW | Degree Level (0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral): | 1 | Institution: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Faculty: | Faculty of Law იურიდიული ფაკულტეტი |
Keywords: | კომპანიონი ცხოველი „ცხოველთა კეთილდღეობის“ ცნება კანონის აღსრულებაზე კონტროლი |
Issue Date: | 2019 | Publisher: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Abstract: | ადამიანთა და ცხოველთა კეთილდღეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ მათ მიმართ, ვისაც მოვიშინაურებთ და ეს არ არის მხოლოდ ლიტერატურული გადახვევა. ეს არის რეალობა, რომლისგანაც სამწუხაროდ დღეს ძალიან შორს ვართ. კომპანიონ ცხოველთა დაცვის სფეროში, დღევანდელ საქართველოში უამრავი პრობლემაა, რომელთა იგნორირებამ შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. წინამდებარე ნაშრომში გამოკვლეულია ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულება ადამიანის კომპანიონ ცხოველთა დაცვისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის სფეროში. განსახილველი თემა მეტად აქტუალურია, რამდენადაც საკანონმდებლო დონეზე არსებობს არაერთი ხარვეზი, რაც შემდეგომ ასახვას ჰპოვებს ყოველდღიურ ცხოვრებაში და პრობლემებს წარმოშობს პრაქტიკული თვალსაზრისით. დროთა განმავლობაში იზრდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ადამიანისა და ცხოველის თანაცხოვრების პირობებში განახორციელოს, ერთი მხრივ ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე მხრივ - ცხოველთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა გონივრული ბალანსის უზრუნველყოფის მეშვეობით. კომპანიონი ცხოველებისათვის „ოჯახის წევრის სტატუსის“ მინიჭების გათალისწინებით საინტერესოა, რამდენად მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი მათი კეთილდღეობა და რა მექნიზმებს იყენებს სახელმწიფო აღნიშნულის მისაღწევად. სამწუხაროდ, კომპანიონ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის გახშირებული შემთხვევები არის უშუალო მტკიცებულება იმისა, რომ დღესდღეობით, საქართველოში მოქმედი რეგულაციები და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებები ვერ უზრუნველყოფენ მათ დაცულობასა და კეთილდღეობას. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/1061 |
Appears in Collections: | იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
samagistro gabidzishvili.pdf | ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულება ადამიანის კომპანიონ ცხოველთა დაცვისა და კეთილდღეობის | 734.62 kB | Adobe PDF | View/Open |
CORE Recommender
Page view(s)
204
checked on Apr 23, 2024
Download(s)
1,652
checked on Apr 23, 2024
Google ScholarTM
Check
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.