გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1051
სათაური: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონიერების პრინციპის დაცვა ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულებისა და შეწყვეტისას
ავტორები: ჭანკვეტაძე, ტატა 
ხელმძღვანელი: კოპალეიშვილი, მაია 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ადმინისტრაციული ხელშეკრულება
კანონშესაბამისობა
ადმინისტრაციული ორგანო
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ადმინისტრაციული ხელშეკრულების, როგორც საჯარო უფლებამოსილების
განხორციელებისთვის ნორმატიულად განსაზღვრული ადმინისტრაციული
ორგანოს საქმიანობის ფორმის გამოყენება უკავშირდება ადმინისტრაციული
ორგანოსთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებსა და დაკისრებულ
ვალდებულებებს, რომელთა ფარგლებში მოქმედებაც მმართველობის
ორგანოებს აქცევს კანონიერების ზოგადი პრინციპის დაცვის იმპერატიული
დათქმის ქვეშ და ახდენს ადმინისტრაციულ-სახელშეკრულებო
ურთიერთობაში ადმინისტრაციული ორგანოების მოქმედების
სამართლებრივ ბოჭვას, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ადმინისტრაციული
ხელშეკრულების როგორც დადების, ისე მისი შესრულებისა და შეწყვეტის
პროცესში ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონშესაბამისი ქმედებების
განხორციელების გარანტიას საჯარო ინტერესების/ამოცანების რეალიზების
მიზნით.
მიუხედავად ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის ყველა ფორმის და,
მათ შორის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედების
დროს ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო
მმართველობის ზოგადი პრინციპების არსებობისა, რომლებმაც უნდა
უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ
ხელშეკრულებასთან დაკავშირებული პროცესის კანონშესაბამისობა, როგორც
წესი ადმინისტრაციული ორგანო ყოველთვის კანონიერების პრინციპის
დაცვის იდეით არ მოქმედებს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გარდა
ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისთვის კანონიერი
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულებისა,
შეძლებისდაგვარად დეტალურად, სისტემატიზირებული ფორმით
განისაზღვროს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულებისა და
შეწყვეტის პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს უფლება-მოვალეობებისა
და მოქმედების თავისუფლების ფარგლების ზოგადსავალდებულო
სტანდარტები.
URI: https://openscience.ge/handle/1/1051
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro chankvetadze.pdfადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონიერების პრინციპის დაცვა ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულებისა და შეწყვეტისას1.07 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

191
checked on Apr 26, 2024

გადმოწერა

3,282
checked on Apr 26, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.