გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1047
სათაური: სახელმწიფო ზედამხედველობა ადგილობრივ თვითმმართველობაზე
ავტორები: გაბუნია, ანჟელა 
ხელმძღვანელი: ჭიღლაძე, ნანა 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: Local self-government
division of power
state supervision
ადგილობრივი თვითმმართველობა
ხელისუფლების დანაწილება
სახელმწიფო ზედამხედველობა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
In the world since the middle of the 20th century, there is a general tendency for
regional development. The democratic world has long understood that local democracy is the
source of political, social and economic stability of the state. Democracy, in essence, believes
that people are the source of public governance and is involved in their active participation in
the public management process. In the theory of constitutional law, the local self -governance
has a special place in the sense that most of the world's governance is r ecognized as a form of
realization of democratic principles.
Local self-government must have freedom of action, in particular, without the consent
of the central authorities to make decisions about certain problems. Although the legislation is
in force, the local self-governmental rights are enlarged, but in practice there are cases when
the state authorities interfere with the activities of local self-government bodies which lead to
increased inefficiency. That is why it is necessary to precisely define the boundaries of power of
the central government and local self-government, which must be strictly observed, as the
central government is not dominated by local authorities in a democratic state.

მსოფლიოში, XX საუკუნის შუახანებიდან მოყოლებული დღემდე, აღინიშნება
ზოგადი ტენდენცია რეგიონალიზაციის განვითარებისა. დემოკრატიულ სამყაროში უკვე
დიდი ხანია მიხვდნენ, რომ ადგილობრივი დემოკრატია სახელმწიფოს პოლიტიკური,
სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობის წყაროა. დემოკრატია თავისი არსით,
საჯარო მმართველობის წყაროდ სწორედ რომ ხალხს მიიჩნევს და საჯარო მართვის
პროცესში მათ აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. კონსტიტუციური სამართლის
თეორიაში ადგილობრივ თვითმმართველობას განსაკუთრებული ადგილი სწორედ
იმიტომ უჭირავს, რომ მსოფლიოს უმეტესი სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი
თვითმმართველობის განხორციელება დემოკრატიული პრინციპების რეალიზაციის
ფორმად არის აღიარებული.
ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა გააჩნდეს მოქმედების თავისუფლება,
კერძოდ ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილებები
გარკვეულ პრობლემებზე. მართალია, მოქმედი კანონმდებლობით ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოთა უფლებები გაფართოვებულია, მაგრამ პრაქტიკაში
არსებობს შემთხვევები, როცა სახელმწიფო ხელისუფლება გადაჭარბებულად ერევა
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში, რაც იწვევს
განხორციელებული საქმიანობის არაეფექტურობის ხარისხის ზრდას. სწორედ ამიტომ,
აუცილებელია კანონმდებლობით ზუსტად იქნას დადგენილი ცენტრალური
ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ძალაუფლების საზღვრები,
რაც განუხრელად უნდა იქნას დაცული, რადგან დემოკრატიულ სახელმწიფოში
ცენტრალური ხელისუფლება არ დომინირებს ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/1047
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro gabunia.pdfსახელმწიფო ზედამხედველობა ადგილობრივ თვითმმართველობაზე338.79 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

127
checked on May 19, 2024

გადმოწერა

2,410
checked on May 19, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.