გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1032
სათაური: პასუხისმგებლობა სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული მორალური ზიანისათვის
ავტორები: დანელია, თამარ 
ხელმძღვანელი: რუსიაშვილი, გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ზიანის ცნება
მორალური ზიანის განსაზღვრება
ზიანის ანაზღაურება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
საქართველოს კონსტიტუცია, სხვა უფლებებთან ერთად, აღიარებს რა ადამიანის
უფლებას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე, განსაზღვრავს სახელმწიფოს მხრიდან
მათი ეფექტურად დაცვის მექანიზმს. შესაბამისად, სხეულის დაზიანების ან/და
ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის
პასუხისმგებლობის საკითხს დიდი მნიშვნელბა აქვს, რამდენადაც ის წარმოადგენს
ადამიანის დარღვეული ჯანმრთელობის უფლების აღდგენის, დაზარალებულის
დაკმაყოფილებისა და მომავალი სამართალდარღვევების პრევენციის საშუალებას.
წინამდებარე თემის ფარგლებში აღნიშნული საკითხის განხილვა აქტუალურია,
როგორც პრაქტიკული ისე თეორიული თვალსაზრისით, რამდენადაც სამართლებრივი
სახელმწიფოს მშენებლობამ, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა აღიარებამ,
განაპირობა არაქონებრივი, მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობის
ნორმატიულ დონეზე განმტკიცება, მათ შორის სხეულის დაზიანების ან
ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენებით გამოწვეული მორალური ზიანისათვის,
თუმცაღა კანონმდებელს არ განუსაზღვრავს ურთიერთობის მოწესრიგების ზუსტი
მექანიზმი. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით აუცილებელია განისაზღვროს მოთხოვნის
წარმოშობის წინაპირობები, მოთხოვნის ფარგლები და მისი განსაზღვრის
კრიტერიუმები, რათა ჩამოყალიბდეს ერთგვაროვანი პრაქტიკა და დაზარალებულსა და
ზიანის მიმყენებელს ჰქონდეთ ზუსტი წარმოდგენა იმაზე, თუ რა შემთხვევებში და რა
ფარგლებში დგება პასუხისმგებლობა სხეულისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული
ვნებით გამოწვეული არაქონებრივი ზიანისათვის.
მნიშვნელოვანია, რომ თემა შეეხება სხეულისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული
ვნებით გამოწვეული არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ
წინაპირობებს, სსკ-ს 413-ე მუხლით გათვალისწინებული - სამართლიანობისა და
გონივრულობის - კრიტერიუმების გაანალიზებას, ასევე, კანონმდებლობით პირდაპირ
გაუთვალისწინებელ პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა - ფიზიკური დაზიანების
შედეგად დაზარალებულის გარდაიცვალებისა ან ამ უკანასკნელის მიერ აღქმაგაცნობიერების
უნარის
დაკარგვის
შემთხვევებში
არაქონებრივი
ზიანის
ანაზღაურება.


შესაბამისად, თემის ფარგლებში ზემოაღნიშნულ პრობლემურ, შეფასებითსა და
კანონმდებლობით გაუთვალისწინებელ საკითხებთან მიმართებით გაანალიზებულია,
როგორც იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებები, ისე სასამართლო
პრაქტიკის მიდგომები. ამასთანავე, გააზრებულია, აღნიშნული საფუძვლით
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე
საპროცესო-სამართლებრივი თავისებურებანი, რამდენადაც მოთხოვნის დაკმაყოფილება
დიდად არის დამოკიდებული, როგორც მატერიალური საფუძვლების არსებობაზე, ისე
საპროცესო მოქმედებათა სწორად განხორციელებაზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/1032
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro danelia.pdfპასუხისმგებლობა სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული მორალური ზიანისათვის587.97 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

164
checked on May 5, 2024

გადმოწერა

3,536
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.