გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1028
სათაური: იძულებით დადებული გარიგება სასამართლო პრაქტიკაში და მისი გამიჯვნა ამორალური გარიგებისგან
ავტორები: ღვინაშვილი, გვანცა 
ხელმძღვანელი: რუსიაშვილი, გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: გარიგებანი
იძულებით დადებული გარიგება
კანონსაწინააღმდეგო, საჯარო წესრიგისა და ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებანი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ადამიანი, როგორც გონითი არსება, უფლებამოსილია თავისუფლება ჰქონდეს, რაც
თავისთავად მოიცავს თავისუფალ გონს. იგი, როგორც თავისუფალი, არის
თავისთავად მოაზროვნე და თავისუფალი გონითი ნება.
ნება პირის შინაგანი,
სუბიექტური ნდომაა რაიმეს მიმართ. ხოლო გარიგება, როგორც პირებს შორის
სასურველი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის
საფუძველი, სოციალურ საზოგადოებაში პირის თავისუფალ ნებაზეა დამყარებული.
შესაბამისად, ნების არსებობის გარეშე აზრს მოკლებულია გარიგებაზე მსჯელობა.
გარიგების იდეა მოქმედი პირის გონებაში წარმოიქმნება და სათანადო
გამოცხადების საშუალებით გამოიხატება.
სამოქალაქო სამართალი დამყარებულია პირთა ნების ავტონომიისა და
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპებზე. შესაბამისად, სამართლებრივ
ურთიერთობებში პირები საკუთარი გონის, სუბიექტური განწყობისა და ნდომის
მიხედვით მოქმედებენ გარიგების დადებისას. რაც გულისხმობს, პირთა მიერ
სამართლებრივი ურთიერთობების წამოწყებას ნამდვილი ნების საფუძველზე. იგი
ინდივიდისავე ნებელობითი ქმედების აქტად მიიჩნევა, რომლის განხორციელება,
თავის მხრივ, სუბიექტის შეცნობის დონის არსებობას გულისხმობს.
სამოქალაქო
სამართალი გარიგების დადებასა და ნამდვილობას სწორედ პირის თავისუფალ,
ნამდვილ ნებას უკავშირებს.
სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედი ნების ავტონომიისა და
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპები თავისთავად უკავშირდება
ინდივიდის თავისუფალ გონს, რომელსაც სამართალი თავისუფლად ქცევის
უფლებას ანიჭებს. ინდივიდის ნების ჩამოყალიბების პროცესში რაიმე სახით ჩარევა
შეზღუდული და დაუშვებელია. ამასთან, დაუშვებელია პირზე და მის ნებაზე ისეთი
ზემოქმედების განხორციელება, რომელიც მისი ნების აშკარად მოდრეკას
უკავშირდება.
URI: https://openscience.ge/handle/1/1028
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro gviniashvili.pdfიძულებით დადებული გარიგება სასამართლო პრაქტიკაში და მისი გამიჯვნა ამორალური გარიგებისგან636.7 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

217
checked on May 3, 2024

გადმოწერა

2,406
checked on May 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.