Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1028
Title: იძულებით დადებული გარიგება სასამართლო პრაქტიკაში და მისი გამიჯვნა ამორალური გარიგებისგან
Authors: ღვინაშვილი, გვანცა 
Advisor: რუსიაშვილი, გიორგი 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: გარიგებანი
იძულებით დადებული გარიგება
კანონსაწინააღმდეგო, საჯარო წესრიგისა და ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებანი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
ადამიანი, როგორც გონითი არსება, უფლებამოსილია თავისუფლება ჰქონდეს, რაც
თავისთავად მოიცავს თავისუფალ გონს. იგი, როგორც თავისუფალი, არის
თავისთავად მოაზროვნე და თავისუფალი გონითი ნება.
ნება პირის შინაგანი,
სუბიექტური ნდომაა რაიმეს მიმართ. ხოლო გარიგება, როგორც პირებს შორის
სასურველი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის
საფუძველი, სოციალურ საზოგადოებაში პირის თავისუფალ ნებაზეა დამყარებული.
შესაბამისად, ნების არსებობის გარეშე აზრს მოკლებულია გარიგებაზე მსჯელობა.
გარიგების იდეა მოქმედი პირის გონებაში წარმოიქმნება და სათანადო
გამოცხადების საშუალებით გამოიხატება.
სამოქალაქო სამართალი დამყარებულია პირთა ნების ავტონომიისა და
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპებზე. შესაბამისად, სამართლებრივ
ურთიერთობებში პირები საკუთარი გონის, სუბიექტური განწყობისა და ნდომის
მიხედვით მოქმედებენ გარიგების დადებისას. რაც გულისხმობს, პირთა მიერ
სამართლებრივი ურთიერთობების წამოწყებას ნამდვილი ნების საფუძველზე. იგი
ინდივიდისავე ნებელობითი ქმედების აქტად მიიჩნევა, რომლის განხორციელება,
თავის მხრივ, სუბიექტის შეცნობის დონის არსებობას გულისხმობს.
სამოქალაქო
სამართალი გარიგების დადებასა და ნამდვილობას სწორედ პირის თავისუფალ,
ნამდვილ ნებას უკავშირებს.
სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედი ნების ავტონომიისა და
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპები თავისთავად უკავშირდება
ინდივიდის თავისუფალ გონს, რომელსაც სამართალი თავისუფლად ქცევის
უფლებას ანიჭებს. ინდივიდის ნების ჩამოყალიბების პროცესში რაიმე სახით ჩარევა
შეზღუდული და დაუშვებელია. ამასთან, დაუშვებელია პირზე და მის ნებაზე ისეთი
ზემოქმედების განხორციელება, რომელიც მისი ნების აშკარად მოდრეკას
უკავშირდება.
URI: https://openscience.ge/handle/1/1028
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro gviniashvili.pdfიძულებით დადებული გარიგება სასამართლო პრაქტიკაში და მისი გამიჯვნა ამორალური გარიგებისგან636.7 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

217
checked on Apr 20, 2024

Download(s)

2,349
checked on Apr 20, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.