გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1023
სათაური: მეუღლეთა კანონისმიერი (თანასაკუთრებითი) ურთიერთობები
ავტორები: შენგელია, ნინო 
ხელმძღვანელი: შენგელია, ეკატერინე 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: მეუღლეთა კანონისმიერი პირადი ურთიერთობები
მეუღლეთა კანონისმიერი ქონებრივი უფლება მოვალეობანი
მეუღლეთა ქონებრივი ვალდებულებები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ქორწინებასა და ოჯახს თითოეული ადამიანის საზოგადოებრივ განვითარებასა და
ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი რომ უჭირავს, ამის ნათელი
გამოხატულებაა ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო-სამართლებრივი
დოკუმენტები. 1948 წლის 10 დეკემბრის ”ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაცია”, 1966 წლის 16 დეკემბრის საერთაშორისო პაქტი ”ეკონომიკურ,
სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ”, 1966 წლის 16 დეკემბრის
საერთაშორისო პაქტი ”სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ”
აღიარებს, რომ ოჯახი წარმოადგენს საზოგადოების ბუნებრივ და ძირითად
უჯრედს და, შესაბამისად, გააჩნია დაცვის უფლება საზოგადოებისა და
სახელმწიფოს მხრიდან. მაგალითად, საბერძნეთის კონსტიტუციაში ოჯახი
განიხილება როგორც ერის შენარჩუნებისა და განვითარების საფუძველი. ოჯახის
შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმებმა ასახვა ჰპოვა საქართველოს
კანონმდებლობაშიც.
საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს ისიც, რომ
მას ცალკე კარი ეთმობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. სამოქალაქო
კოდექსი საოჯახო სამართლის წიგნს რამდენიმე კარად ჰყოფს. ჩვენი ნაშრომის
მიზანია განხილულ იქნას მეუღლეთა კანონისმიერი ურთიერთბები, რაც
სამოქალაქო კოდექსის პირველი კარის განუყოფელი ნაწილია. ამასთანავე,
გამოკვეთილ იქნას კანონმდებლობაში არსებული ის ხარვეზები, რაც პრაქტიკაში
უფლების განხორციელების შემაფერხებელ გარემოებას ქმნიან და საბოლოოდ,
მოძიებულ იქნას პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები და აირჩეს მათგან
საუკეთესო.
URI: https://openscience.ge/handle/1/1023
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro shengelia.pdfმეუღლეთა კანონისმიერი (თანასაკუთრებითი) ურთიერთობები667.93 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

141
checked on May 22, 2024

გადმოწერა

2,472
checked on May 22, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.