Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. მეუღლეთა კანონისმიერი (თანასაკუთრებითი) ურთიერთობები
 
  • Details

მეუღლეთა კანონისმიერი (თანასაკუთრებითი) ურთიერთობები

Date Issued
2019
Author(s)
შენგელია, ნინო  
Advisor
შენგელია, ეკატერინე  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1023
Abstract
ქორწინებასა და ოჯახს თითოეული ადამიანის საზოგადოებრივ განვითარებასა და
ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი რომ უჭირავს, ამის ნათელი
გამოხატულებაა ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო-სამართლებრივი
დოკუმენტები. 1948 წლის 10 დეკემბრის ”ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაცია”, 1966 წლის 16 დეკემბრის საერთაშორისო პაქტი ”ეკონომიკურ,
სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ”, 1966 წლის 16 დეკემბრის
საერთაშორისო პაქტი ”სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ”
აღიარებს, რომ ოჯახი წარმოადგენს საზოგადოების ბუნებრივ და ძირითად
უჯრედს და, შესაბამისად, გააჩნია დაცვის უფლება საზოგადოებისა და
სახელმწიფოს მხრიდან. მაგალითად, საბერძნეთის კონსტიტუციაში ოჯახი
განიხილება როგორც ერის შენარჩუნებისა და განვითარების საფუძველი. ოჯახის
შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმებმა ასახვა ჰპოვა საქართველოს
კანონმდებლობაშიც.
საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს ისიც, რომ
მას ცალკე კარი ეთმობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. სამოქალაქო
კოდექსი საოჯახო სამართლის წიგნს რამდენიმე კარად ჰყოფს. ჩვენი ნაშრომის
მიზანია განხილულ იქნას მეუღლეთა კანონისმიერი ურთიერთბები, რაც
სამოქალაქო კოდექსის პირველი კარის განუყოფელი ნაწილია. ამასთანავე,
გამოკვეთილ იქნას კანონმდებლობაში არსებული ის ხარვეზები, რაც პრაქტიკაში
უფლების განხორციელების შემაფერხებელ გარემოებას ქმნიან და საბოლოოდ,
მოძიებულ იქნას პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები და აირჩეს მათგან
საუკეთესო.
Subjects

მეუღლეთა კანონისმიერი...

მეუღლეთა კანონისმიერი...

მეუღლეთა ქონებრივი ვა...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro shengelia.pdf

Description
მეუღლეთა კანონისმიერი (თანასაკუთრებითი) ურთიერთობები
Size

667.93 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):a6716d940b0dcb3694fd8d21b9db92a9

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings