გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1002
სათაური: უძრავ ნივთზე საკუთრების მოპოვება უფლებამოსილი და არაუფლებამოსილი პირისგან
ავტორები: სირდაძე, ლადო 
ხელმძღვანელი: რუსიაშვილი, გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: უძრავ ნივთზე საკუთრების მოპოვება
სამოქალაქო ბრუნვის გარიგება
რეგისტრაცია საჯარო რეესტრში
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
საკუთრების განკარგვა პირის ფუნდამენტური უფლებაა. ის უშუალოდ
ეფუძნება კონსტიტუციით გარანტირებულ ორ უფლებას - თავად საკუთრებასა
და პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლებას. ეს უკანასკნელი
აძლევს გარანტიას მოქალაქეს, თავისუფლად დადოს გარიგება და მისი ნების
გამოვლენა კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში მაქსიმალურად იქნება
უზრუნველყოფილი და დაცული. როგორც წესი, სახელმწიფო რაც შეიძლება
მინიმალურად უნდა ჩაერიოს ასეთ (ორ პირს შორის არსებულ)
ურთიერთობებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი სამართლებრივი
ურთიერთობები კანონმდებლობის დონეზე არ უნდა დარეგულირდეს.
არამედ, პირიქით, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმები და ისე
მოაწესრიგოს პირის მიერ საკუთრების (მათ შორის, უძრავ ნივთზე
საკუთრების) განკარგვა, რომ შეძლებისდაგვარად დაბალანსებული იყოს
როგორც გამსხვისებლის, ისე შემძენის (და ამით, ზოგადად, სამოქალაქო
ბრუნვის დაცვის) ინტერესები.
ამ კონსტიტუციური ვალდებულების
შესასრულებლად სახელმწიფო სამოქალაქო კოდექსში ითვალისწინებს უძრავ
ნივთზე საკუთრების გადაცემის ორ ძირითად წესს - საკუთრების განკარგვა
უფლებამოსილი პირის მიერ და მისი განკარგვა არაუფლებამოსილი პირის
მიერ. მოცემული ნაშრომის მიზანია, შესწავლილ იქნეს ეს წესი, გამოიკვეთოს
საკუთრების მოპოვებისთვის საჭირო წინაპირობები და მოხდეს მათი
ანალიზი, რითაც დადგინდება, თუ როგორ ხდება საკუთრების მოპოვება
თითოეულ შემთხვევაში.
URI: https://openscience.ge/handle/1/1002
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro sirdadze.pdfუძრავ ნივთზე საკუთრების მოპოვება უფლებამოსილი და არაუფლებამოსილი პირისგან740.83 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

207
checked on May 16, 2024

გადმოწერა

973
checked on May 16, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.