Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1002
Title: უძრავ ნივთზე საკუთრების მოპოვება უფლებამოსილი და არაუფლებამოსილი პირისგან
Authors: სირდაძე, ლადო 
Advisor: რუსიაშვილი, გიორგი 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: უძრავ ნივთზე საკუთრების მოპოვება
სამოქალაქო ბრუნვის გარიგება
რეგისტრაცია საჯარო რეესტრში
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
საკუთრების განკარგვა პირის ფუნდამენტური უფლებაა. ის უშუალოდ
ეფუძნება კონსტიტუციით გარანტირებულ ორ უფლებას - თავად საკუთრებასა
და პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლებას. ეს უკანასკნელი
აძლევს გარანტიას მოქალაქეს, თავისუფლად დადოს გარიგება და მისი ნების
გამოვლენა კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში მაქსიმალურად იქნება
უზრუნველყოფილი და დაცული. როგორც წესი, სახელმწიფო რაც შეიძლება
მინიმალურად უნდა ჩაერიოს ასეთ (ორ პირს შორის არსებულ)
ურთიერთობებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი სამართლებრივი
ურთიერთობები კანონმდებლობის დონეზე არ უნდა დარეგულირდეს.
არამედ, პირიქით, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმები და ისე
მოაწესრიგოს პირის მიერ საკუთრების (მათ შორის, უძრავ ნივთზე
საკუთრების) განკარგვა, რომ შეძლებისდაგვარად დაბალანსებული იყოს
როგორც გამსხვისებლის, ისე შემძენის (და ამით, ზოგადად, სამოქალაქო
ბრუნვის დაცვის) ინტერესები.
ამ კონსტიტუციური ვალდებულების
შესასრულებლად სახელმწიფო სამოქალაქო კოდექსში ითვალისწინებს უძრავ
ნივთზე საკუთრების გადაცემის ორ ძირითად წესს - საკუთრების განკარგვა
უფლებამოსილი პირის მიერ და მისი განკარგვა არაუფლებამოსილი პირის
მიერ. მოცემული ნაშრომის მიზანია, შესწავლილ იქნეს ეს წესი, გამოიკვეთოს
საკუთრების მოპოვებისთვის საჭირო წინაპირობები და მოხდეს მათი
ანალიზი, რითაც დადგინდება, თუ როგორ ხდება საკუთრების მოპოვება
თითოეულ შემთხვევაში.
URI: https://openscience.ge/handle/1/1002
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro sirdadze.pdfუძრავ ნივთზე საკუთრების მოპოვება უფლებამოსილი და არაუფლებამოსილი პირისგან740.83 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

207
checked on Apr 29, 2024

Download(s)

968
checked on Apr 29, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.