გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2465
სათაური: Marketing research of consumers attitude towards fast delivery service on the example of Tbilisi
სწრაფი მიტანის სერვისის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების მარკეტინგული კვლევა (თბილისის მაგალითზე)
ავტორები: Kadaria, Diana 
ქადარია, დიანა 
ხელმძღვანელი: სეთური, მაია 
ხარისხის სახელი: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სწრაფი მიტანის სერვისი
მარკეტინგული კვლევა
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The service sector is one of the fastest growing industries in the world. It is of great importance in meeting the diverse needs of consumers. Technological shifts and digitalization processes in the world have led to changes in people's daily lives and consumer behavior. A significant portion of consumers are increasingly trying to spend less time and energy on daily routine shopping. Part of the population is out of the habit to queuing to buy the desired product, going a long way to get services. The change in consumer behavior has led to an increase in the number of fast delivery companies in both the international and Georgian markets. Demand for this type of service has further increased in the context of the coronavirus pandemic. There is a significant demand for this type of service in Georgia.
The master's thesis deals with the study and analysis of the attitude of consumers towards the fast delivery service on the example of Tbilisi. The aim of the study is to identify problems in this area, as well as to study consumer attitudes and awareness about this service. The paper discusses the origin of the fast delivery service, a historical overview. Then, the companies' presence in the Georgian market and the stages of entering the market are discussed.

მომსახურების სფერო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. მას დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებელთა მრავალფეროვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საქმეში. მსოფლიოში მიმდინარე ტექნოლოგიურმა ძვრებმა და დიჯიტალიზაციის პროცესებმა ცვლილებები გამოიწვია ადამიანთა ყოვედღიურ ცხოვრებაში და მომხმარებელთა ქცევაში. მომხმარებლების მნიშვნელოვანი ნაწილი სულ უფრო მეტად ცდილობს ნაკლები დრო და ენერგია დახარჯოს ყოველდღიურ რუტინულ საყიდლებზე. მოსახლეობის ნაწილი გადაეჩვია მაღაზიების რიგში დგომას სასურველი პროდუქციის შესაძენად, დიდი მანძილის გავლას მომსახურების მისაღებად. მომხმარებელთა ქცევის ცვილილებამ გამოიწვია სწრაფი მიტანის სერვისის მომწოდებელი კომპანიების რაოდენობის ზრდა როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ ბაზარზე. კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა მოთხოვნა ამ სახის მომსახურებაზე. საქართველოში ამ ტიპის სერვისზე არსებობს მნიშვნელოვანი მოთხოვნა.
სამაგისტრო ნაშრომი შეეხება სწრაფი მიტანის სერვისის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების შესწავლას და ანალიზს თბილისის მაგალითზე. კვლევის მიზანია ამ სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენა, ასევე მომხმარებელთა დამოკიდებულების და გათვითცნობირების შესწავლა აღნიშნული სერვისის მიმართ. ნაშრომში განხილულია სწარფი მიტანის სერვისის წარმოშობის ისტორია, ისტორიული მიმოხილვა. შემდეგ კი უშუალოდ ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიების მოღავწეობა და ბაზარზე შემოსვლის ეტაპებია განხილული.
URI: https://openscience.ge/handle/1/2465
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Diana Kadaria Samagistro.pdfსწრაფი მიტანის სერვისის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების მარკეტინგული კვლევა (თბილისის მაგალითზე)2.13 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

186
checked on May 20, 2024

გადმოწერა

641
checked on May 20, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.