გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის:
https://openscience.ge/handle/1/2463
სათაური: | The impact of social advertising on consumer behavior სოციალური რეკლამის გავლენა მომხმარებელთა ქცევაზე |
ავტორები: | Paghava, Linda ფაღავა, ლინდა |
ხელმძღვანელი: | ვეშაგური, მაია | ხარისხის სახელი: | Master of Business Administration ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი |
სასწავლო პროგრამის სახელი: | ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration) | დაწესებულება: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ფაკულტეტი: | Faculty of Economics and Business ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი |
საკვანძო სიტყვები: | სოციალური რეკლამა სოციალური მარკეტინგი ქართველ მომხმარებელთა დამოკიდებულების დადგენა ჯანსაღი ცხოვრების წესი |
გამოცემის თარიღი: | 2020 | გამომცემელი: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
რეზიუმე: | Every day people see many different types and content advertisements, some of them they perceive as necessary, useful, some of them do not pay attention, but it is subconsciously reflected in the relevant situation. Companies are constantly trying to get as many people as possible to find out about their product or service and get them interested in the offer. The present study does not deal with the commercial types of advertising, it deals with non-commercial, social advertising. The aim of the research is to determine the attitude of Georgian consumers towards social advertising in general, as well as their attitude towards existing social advertisements about a healthy lifestyle. The work consists of an introduction, two chapters, conclusions and recommendations. A list of used literature will be attached to the paper.The first chapter presents the essence of social advertising and its role in social marketing, discusses the history of the origin and development of social advertising, the legal basis of social advertising in Georgia. The second chapter analyzes the impact of social advertising on consumer behavior and draws conclusions based on the results obtained. The main results and recommendations of the research are given at the end of the work. ყოველდღიურად ადამიანები ბევრი სხვადასხვა სახის და შინაარსის რეკლამას ხედავენ, მათ ნაწილს ისინი აღიქვამენ როგორც საჭიროს, გამოსადეგს, ნაწილს კი ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ის ქვეცნობიერში ილექება და შესაბამის სიტუაციაში იჩენს თავს. კომპანიები მუდმივად ცდილობენ თავიანთი პროდუქტის თუ მომსახურების შესახებ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს და ის შეთავაზებით დააინტერესოს. მოცემული კვლევა არ ეხება რეკლამის კომერციულ სახეებს, ის ეხება არაკომერციულ, სოციალურ რეკლამას. კვლევის მიზანია ქართველ მომხმარებელთა დამოკიდებულების დადგენა როგორც, ზოგადად, სოციალური რეკლამისადმი, ასევე მათი დამოკიდებულების კვლევა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ არსებული სოციალური რეკლამების მიმართ. ნაშრომი შედგება შესავლის, ორი თავის, დასკვნებისა და რეკომენდაციებისგან. ნაშრომს დაერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია. პირველ თავში მოცემულია სოციალური რეკლამის არსი და მისი როლი სოციალურ მარკეტინგში, განხილულია სოციალური რეკლამის წარმოშობისა და განვითარების ისტორია, სოციალური რეკლამის სამართლებრივი ბაზა საქართველოში. მეორე თავში გაანალიზებულია მომხმარებელთა ქცევაზე სოციალური რეკლამის გავლენა და მიღებული შედეგების საფუძველზე გაკეთებულია დასკვნები. ნაშრომის ბოლოს მოცემულია კვლევის ძირითადი შედეგები და რეკომენდაციები. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/2463 |
ჩანს კოლექციებში: | ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი | აღწერა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Linda Paghava Samagistro.pdf | სოციალური რეკლამის გავლენა მომხმარებელთა ქცევაზე | 1.43 MB | Adobe PDF | დათვალიერება-გახსნა |
CORE Recommender
გვერდის დათვალიერება
197
checked on May 17, 2024
გადმოწერა
1,012
checked on May 17, 2024
Google ScholarTM
გადამოწმება
ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.