გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2038
სათაური: მარკეტინგული მართვა და სამედიცინო საქმიანობის შედეგები
ავტორები: ენჯიბაძე, გენადი 
ხელმძღვანელი: ქობლიანიძე, თამარ 
ხარისხის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ჯანდაცვის მენეჯმენტი
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი 
ფაკულტეტი: ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სამედიცინო მომსახურების მარკეტინგი
სამედიცინო მომსახურების ბაზარი
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი 
რეზიუმე: 
დღევანდელ კონკურენტულ მსოფლიოში მარკეტინგი ნებისმიერი მიმართულების კომპანიისთვის საციცოცხლოდ აუცილებელი გახდა. შესაბამისად, სამედიცინო სფეროშიც მარკეტინგი ორგანიზაციის ეფექტიანი მუშაობის მთავარი იარაღია, რომელიც ბაზარზე სწორი გზავნილების შემთხვევაში უზრუნველყოფს კმაყოფილი პაციენტების დიდ არმიას. თუმცა ჯანდაცვას, როგორც მომსახურების სპეციფიკურ სფეროს, თავისი განმასხვავებელი ნიშნები აქვს, რომელთა გათვალისწინების გარეშე წარმატებული მარკეტინგული საქმიანობა არ არსებობს.
სამაგისტრო ნაშრომი მოიცავს 3 თავს. პირველი თავი „მარკეტინგი და მისი მნიშვნელობა სამედიცინო მომსახურების ბაზრისთვის“ განიხილავს სამედიცინო მომსახურების მარკეტინგის არსს და მისი ძირითადი ელემენტებს. ასევე, სამედიცინო მომსახურების ბაზრის თავისებურებებს.
მეორე თავში „ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო მომსახურების ბაზრის მიმოხილვა“ მოცემულია ჯანდაცვის სისტემის და სამედიცინო მომსახურების ბაზრის ძირითადი ელემენტების - სერვისების მიმწოდებლებისა და მომხმარებლების ზოგადი დახასიათება; გაანალიზებულია საქართველოს ჯანდაცვის სიტემის სტრუქტურა.
მესამე თავი კვლევითი ნაწილია. მაში გადმოცემულია კვლევის დიზაინი და მეთოდოლოგია. მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა პაციენტთა დამოკიდებულების შესწავლას სამედიცინო სფეროს მარკეტინგისადმი (ანკეტური გამოკითხვა) და, ასევე, თვისობრივი კვლევის საფუძველზე გაანალიზებულია სამედიცინო სერვისების მიმწოდებელთა მარკეტინგული აქტივობები.
ნაშრომის მოცულობა შეადგენს კომპიუტერზე ნაბეჭდ 65 გვერდს, ნაშრომის ბოლოს მოცემულია დასკვნები. ნაშრომში გამოყენებულია 35 დასახელების ლიტერატურული წყარო.
URI: https://openscience.ge/handle/1/2038
ჩანს კოლექციებში:ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Genadi Enjibadze Samagistro.pdfმარკეტინგული მართვა და სამედიცინო საქმიანობის შედეგები1.49 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

252
checked on May 4, 2024

გადმოწერა

964
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.