გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/996
სათაური: საოჯახო დავების განხილვის საპროცესო სამართლებრივითავისებურებანი, როგორც არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის წინაპირობა
ავტორები: ლაზარაშვილი, ქეთევან 
ხელმძღვანელი: ზარნაძე, ეკა 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ინკვიზიციურობა
საოჯახო დავა
,,ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენცია’’
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა საერთაშორისო და
აქედან გამომდინარე, ყოველი კონკრეტული სახელმწიფოს
შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფუნდამენტური სტანდარტია.
მნიშვნელოვან, საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც არასრულწლოვანის
საუკეთესო ინტერესებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს ამომწურავად
გვთავაზობს ,,ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია'' წარმოადგენს.
აღნიშნული კონვენციის თანახმად, ხელშემკვრელი სახელმწიფოები
ერთხმად აღიარებენ ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედის
მნიშვნელობას კაცობრიობის წინაშე. ოჯახის განსაკუთრებულ წევრებს
ბავშვები წარმოადგენენ, რომელთა აღზრდასა და კეთილდღეობის
უზრუნველყოფაზე, მათ საჭირო დაცვასა და ხელშეწყობაზე,
პასუხისმგებლობას როგორც არასრულწლოვანის მშობლები და მისი ოჯახის
წევრები, აგრეთვე სახელმწიფო კისრულობს. ბავშვი მისი პიროვნების
სრულფასოვანი განვითარებისათვის უნდა იზრდებოდეს ოჯახურ
გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში.
სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, რომლებიც არასრულწლოვანთა
უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დარღვევას უკავშირდება.
სახელმწიფო ამ დროს განსაკუთრებული პასუხიმგებლობის მატარებელ
სუბიექტად გვევლინება. არასრულწლოვანის უფლებებთან დაკავშირებული
თითოეული საკითხი გულისხმიერებას და ასეთი უფლებების დარღვევის
განსაკუთრებულ შესწავლას მოითხოვს. შესაბამისად, ისევე როგორც
საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ასევე სასამართლო ხელისუფლება
ჩართულია საზოგადოების ამ მნიშვნელოვანი წევრების ინტერესთა დაცვის
პროცესში. საოჯახო დავები სფეციფიურობით ხასიათდება, რაც
განსაკუთრებით არასრულწლოვნების უფლებებსა და ინტერესებთან
დაკავშირებული საქმეების განხილვის დროს ვლინდება.
წინამდებარე ნაშრომის მიზანია, საოჯახო დავების განხილვის
საპროცესო სამართლებრივი თავისებურებების, როგორც არასრულწლოვანის
საუკეთესო ინტერესების დაცვის წინაპირობის არსის განსაზღვრა და ასეთ
დავებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების გამოკვეთა, მისი
აღმოფხვრისათვის აუცილებელი გზების ძიება. ნაშრომში განხილული
საკითხები შეეხება საერთაშორისო სამართლებრივ დებულებებს, რომელთა
შესაბამისადაც მეტნაკლებად სისრულეშია მოყვანილი საქართველოს
მოქმედი, რეალობის ამსახველი კანონმდებლობა.
URI: https://openscience.ge/handle/1/996
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro lazarashvili.pdfსაოჯახო დავების განხილვის საპროცესო სამართლებრივი თავისებურებანი, როგორც არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის წინაპირობა876.57 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

212
checked on May 18, 2024

გადმოწერა

1,572
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.