გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/993
სათაური: რეფორმირებული იპოთეკის სამართალი
ავტორები: თოიძე, რუსუდან 
ხელმძღვანელი: რუსიაშვილი, იორგი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: იპოთეკა
სსკ-ის 286-ე მუხლი
სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
იპოთეკას, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, დიდი
ხნის ისტორია აქვს, ამასთან, მისი გამოყენების პრატიკული და თეორიული
მხარე საქართველოს რეალობაში საკმაოდ კარგადაა შესწავლილი. იმისათვის,
რომ იპოთეკამ განაგრძოს საკანონმდებლო დონეზე სწორი განვითარება
აუცილებელია მის მომწესრიგებელ ნორმებში შესული თითოეული ცვლილების
ძირეული შესწავლა, კვლევა და შეფასება. ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯს წარმოადგენს
2018 წლის 21 ივლისის საქართველოს კანონით სამოქალაქო კოდექსში, კერძოდ,
იპოთეკის სამართალში, შესული ცვლილებები. წინამდებარე ნაშრომის მიზანი
არის იპოთეკის სამართალში განხორციელებული აღნიშნული ცვლილების
ანალიზი, შეფასება და მიზნის მიღწევის უკეთესი გზის წარმოჩენა.
საქართველოში არსებულმა ეკონომიკურმა თუ სოციალურმა მდგომარეობამ
გამოიწვია უზრუნველყოფის სამართალში ცვლილებების განხორციელება.
შესაძლოა, ეს ცვლილებები წარმოადგენდეს რეფორმის აუცილებლობის
დანახვას და არა ცვლილების მიზნობრივად განხორციელებას. საფინანსო
სექტორისა და ე.წ. მევახშეთა მდგომარეობის აყვავება თანამედროვეობის
გამოწვევაა. კაპიტალის დაგროვებაზე ორიენტირებული სესხის გამცემი
სუბიექტების არსებობა ბოლო რამდენიმე წელია ქვეყნის მთავარ პრობლემას
წარმოადგენს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ჩნდება კითხვები,
რამდენად იყო იპოთეკის სამართალში განხორცილებული ცვლილებები საჭირო
და მიზნის მიღწევის ადეკვატური საშუალება? როგორ გავლენას ახდენს
ცვლილებები მომხმარებელთა უფლებებზე? ცვლილებით იცვლება თუ არა
საფინანსო სექტორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მდგომარეობა?
URI: https://openscience.ge/handle/1/993
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro thoidze.pdfრეფორმირებული იპოთეკის სამართალი987.06 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

198
checked on May 17, 2024

გადმოწერა

1,622
checked on May 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.