Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/984
Title: შობადობის ტენდენციები საქართველოში 2000-იანი წლებიდან დღემდე
Other Titles: კახეთის მაგალითზე
Authors: მათეშვილი, ნინო 
Advisor: ლორთქიფანიძე, ვაჟა 
Degree Name: Master of Social Sciences in Demography
სოციალური მეცნიერებების მაგისტრი დემოგრაფიაში
Degree Discipline: დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია (Demography and Population Geography)
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: მეცნიერული დამოკიდებულებები შობადობის მიმართ
კახეთის მოსახლეობა ისტორიულ ჭრილში
შობადობის ტენდენციები რეგიონში
Issue Date: 2017
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
In this thesis “Childbirth Trends in Georgia from 2000s until today, Kakheti example” there are reviewed tendencies of birth in the region in 2000-2017 years and defined the factors affecting the birth rate in the country and analyzed connection between demographic situation of the region and the country. The author chose the topic due to its actuality, especially now, when demographic situation is in crisis in our country. Decrease of birth rate, increase of emigration, changes in sex and age structures, worsen socio-economic conditions and reproductive disposition and behaviour – all of these effects on the whole population. It’s getting more and more difficult to keep and renew our population.
There are different academic and statistical sources used for the assessment of birth rates and trends in Georgia, especially in Kakheti. The subject of the research is birth and the research object is to evaluate birth trends and rates in population of Kakheti and to determine its influences on country’s demographic profile. On one hand, there are shown the historical vision of the issue and the other hand there is some statistical information, which helps the author to assess future demographic prospects of Kakheti region and the country.

ქვემოთ მოცემულ ნაშრომში „შობადობის ტენდენციები საქართველოში 2000-იანი წლებიდან დღემდე, კახეთის მაგალითზე“ განხილულია შობადობის მდგომარეობა კახეთის რეგიონსა და საქართველოში 2000-2017 წლებში, განსაზღვრულია შობადობის დონის ცვლილებაზე მოქმედი ფაქტორები და გაანალიზებულია კავშირი რეგიონისა და ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიულ მდგომარეობას შორის. თემის შერჩევისას გათვალისწინებულია საკითხის აქტუალობა, კერძოდ ის ფაქტი, რომ უკანასკნელ ხანებში ძალიან დამძიმდა დემოგრაფიული ვითარება ქვეყანაში. შობადობის დონის კლება, ემიგრაციის დონის მატება, სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურში მომხდარი ცვლილებები, გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური ფონი და შესაბამისად, რეპროდუქციული განწყობა და ქცევა - ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე. მოსახლეობის შენარჩუნება და განახლება სულ უფრო რთული ხდება.
შობადობის შესწავლისთვის, მდგომარეობის შეფასების, სიტუაციის ანალიზისა და ტენდენციების დასადგენად გამოყენებულია როგორც საკითხის ირგვლივ უკვე არსებული თეორიული მასალა და სამეცნიერო წყაროები, ისე ოფიციალური სააღრიცხვო ორგანოების მიერ(საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) მოწოდებული სტატისტიკური ინფორმაცია. ქვემოთ მოცემული ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს შობადობა, კვლევის ობიექტი კი ამ შემთხვევაში კახეთის მოსახლეობაში არსებული შობადობის მდგომარეობის შეფასება და პარალელების გავლებაა ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობასთან, რადგან რეგიონებში არსებული ვითარება ქმნის სწორედ მთელი მოსახლეობის დემოგრაფიულ პროფილს. ნაშრომში განხილულია, ერთის მხრივ, საკითხის ისტორიული რაკურსი - შობადობის მდგომარეობა და ტენდენციები XIX საუკუნის ბოლოდან XX საუკუნის დასასრულამდე, ხოლო, მეორეს მხრივ, წარმოდგენილია ჩვენი დროის - 2000-2016 წლების სტატისტიკური მასალა კახეთისა და საქართველოს მოსახლეობაში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც შემდგომ გაანალიზებულია და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შეფასებულია ქვეყნის დემოგრაფიული პერსპექტივები.
URI: https://openscience.ge/handle/1/984
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA.Thesis.Mateshvili demografia.pdfშობადობის ტენდენციები საქართველოში 2000-იანი წლებიდან დღემდე1.04 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

110
checked on May 2, 2024

Download(s)

420
checked on May 2, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.