გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/981
სათაური: სახელმწიფო პოლიტიკა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში
ავტორები: დიაროვი, ლაშა 
ხელმძღვანელი: შალიკაშვილი, მორის 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: „ქურდული სამყარო“
სისხლის სამართლის პოლიტიკის პრინციპები
კანონიერი ქურდები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
თემის აქტუალურობა - წინამდებარე ნაშრომი შეეხება „ქურდული სამყაროს
წევრობისა“ და „კანონიერი ქურდობის“ დანაშაულთა თაობაზე სახელმწიფო
პოლიტიკისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზს. 2005 წლის 20 დეკემბერს
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ იქნა საკანონმდებლო
ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები და კოდექსს დაემატა სისხლის
სამართლის კოდექსის 223
მუხლი, რომლის დასახელებაც არის: „მუხლი 223
„ქურდული სამყაროს წევრობა“, „კანონიერი ქურდობა“. ასევე 2005 წლის 20
დეკემბერს კიდევ ერთი სიახლე დამტკიცდა, კერძოდ, მიღებული იქნა კანონი
ორგანიზებულ დანაშაულსა და რეკეტზე. ამ კანონის მე-3 ნაწილი გვაძლევს
„კანონიერ ქურდებთან“ და „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული
მნიშვნელოვანი ცნებების განმარტებას. მართალია, მანამდე არსებული
კანონმდებლობა უკვე შეიცავდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლის გარკვეულ იურიდიულ მექანიზმებს, თუმცა ეს მექანიზმები არ იყო
საკმარისი კრიმინალური გაერთიანებების, ე.წ. „ქურდული სამყაროს“
საქმიანობისა და რეკეტიორობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამიტომაც
განხორციელდა აღნიშნული ცვლილებები, თუმცა ამ საკითხისადმი
სახელმწიფო პოლიტიკისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიდგომის
ცვალებადობამ, გავლენა იქონია სსკ-ის 223
მუხლის არაერთგვაროვან
გამოყენებაზე. ვფიქრობთ, საინტერესოა „ქურდული სამყაროს წევრობისა“ და
„კანონიერი ქურდობის“ დანაშაულთა თაობაზე აღმასრულებელი
ხელისუფლების დამოკიდებულებისა და სასამართლო პრაქტიკის
ცვალებადობის გამომწვევი მიზეზების ანალიზი. ნაშრომის ფარგლებში,
შევეცდები მაქსიმალურად ამომწურავად განვიხილო აღნიშნული საკითხები
და დასმულ შეკითხვებს გავცე პასუხები. წინამდებარე ნაშრომის ძირითად
მიზანს წარმოადგენს, „ქურდული სამყაროს წევრობისა“ და „კანონიერი
ქურდობის“ თაობაზე სახელმწიფო პოლიტიკისა და სასამართლო პრაქტიკის
ანალიზი, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მიდგომისა და
სასამართლო პრაქტიკის შეცვლის გამომწვევი მიზეზების დადგენა.
ამავდროულად, შევეცდებით დავსახოთ „ქურდული სამყაროს“ შესუსტებისა
და მისი საბოლოოდ დამარცხების გზები, განვიხილოთ ის პრევენციული
მექანიზმები, რომელთა გამოყენებაც, ჩვენი აზრით, ნაყოფიერი იქნება
„ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლაში.
URI: https://openscience.ge/handle/1/981
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro diarovi.pdfსახელმწიფო პოლიტიკა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში573.18 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

211
checked on May 17, 2024

გადმოწერა

1,749
checked on May 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.