გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/974
სათაური: გაუფრთხილებლობის ფსიქოლოგიური ასპექტები
სხვა სათაურები: Psychological Aspects of Negligence
ავტორები: ბეგიაშვილი, მარიამ 
ხელმძღვანელი: ივანიძე, მაია 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: გაუფრთხილებლობის საკანონმდებლო რეგულაცია
გაუფრთხილებლობითი დანაშაული
ქმედებისა და ქცევის ურთიერთმიმართება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
დანაშაულებრივი ქმედება, უპირველეს ყოვლისა, იმ ობიექტური
პროცესების მხრივ განიხილება, რომლებიც პირის ნებით იქნა გამოწვეული.
ასეთ დროს მნიშვნელოვანია პირის ნებელობით ქცევასა და დამდგარ შედეგს
შორის არსებული კავშირის დადგენა. დანაშაულებრივი ქმედება მოქმედი
პირის ნების შინაარსის მიხედვითაც განიხილება. აქ კი ის პროცესები
იგულისხმება, რომლებიც პირის ფსიქიკაში მიმდინარეობს. დანაშაულის
სუბიექტური მხარის შინაარსი და მნიშვნელობა ზოგადად, ფსიქიკის ისეთი
ელემენტების ანალიზის საფუძველზე დგინდება, როგორიცაა ადამიანის
აზრები, გრძნობები, განზრახვა, ნებელობა. დანაშაულის სუბიექტური მხარის
შემადგენელი ნიშანი თავისებურად ასახავს დანაშაულის ფსიქიკურ შინაარსს.
როგორც განზრახი, ისე გაუფრთხილებლობითი ბრალის განსაზღვრისას
სათვალავში მიიღება ფსიქიკის ორი ელემენტი - ინტელექტუალური და
ნებელობითი.“1
წინარე ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს ქცევის ძირითადი
ფსიქოლოგიური ასპექტების გამოკვეთა, მათი სამართლებრივი ბუნების
გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივ გაუფრთხილებლობასთან
იდენტიფიცირება და ამ გზით გაუფრთხილებლობის ფსიქოლოგიური
ასპექტების დადგენა. ნაშრომში გაუფრთხილებლობის ფსიქოლოგიური
ასპექტები ქცევის დახასიათების ფარგლებშია განხილული. მიუხედავად იმისა,
რომ ნაშრომის სახელწოდებაა „გაუფრთხილებლობის ფსიქოლოგიური
ასპექტები“, გვერდს ვერ ავუვლით განზრახვასა და განზრახი ქცევის
ფსიქოლოგიურ ასპექტებს, რადგან, არაპირდაპირ განზრახვასა და
თვითიმედოვნებას შორის საკმაოდ მცირე განსხვავება არსებობს. ამასთან, იმ
ფსიქოლოგიური ასპექტების განხილვა, რაც ზოგადად ქცევას ახასიათებს,
ძალზედ საინტერესოა როგორც განზრახვის, ისე გაუფრთხილებლობის
ნაწილში. საინტერესოა ის ფსიქოლოგიური ბარიერები, რომლებიც ქცევის და
მისი შემადგენლების განმარტებისას, მიგვითითებენ სისხლისსამართლებრივ
განზრახ ქმედებასა და სისხლისსამართლებრივ გაუფრთხილებლობით
ქმედებას შორის ურთიერთმიმართებაზე. სწორედ ამ და სხვა არგუმენტების
მხედველობაში მიღებით, კვლევისას საუბარია ასევე იმ ფსიქოლოგიურ
ფაქტორებზეც, რომლებიც ახასიათებს გაუფრთხილებლობას და მის ქცევაში
განხორციელებას განაპირობებს.
URI: https://openscience.ge/handle/1/974
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro begiashvili.pdfგაუფრთხილებლობის ფსიქოლოგიური ასპექტები (Psychological Aspects of Negligence)670.98 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

163
checked on May 3, 2024

გადმოწერა

1,232
checked on May 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.