გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/970
სათაური: შემაკავებელი და დამცავი ორდერების მნიშვნელობა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე
ავტორები: იმედაშვილი, თამარ 
ხელმძღვანელი: მესხი, მარინა 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: შემაკავებელი და დამცავი ორდერი
ჯახში ძალადობა
ქალის მიმართ ძალადობა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
საქართველოში, ბოლო პერიოდში ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში
ძალადობა აქტუალურ პრობლემად გვევლინება. თითქმის ყოველდღიურად
გვესმის განხორციელებული ძალადობრივი ფაქტების შესახებ და
სამწუხაროდ არც თუ ისე იშვიათად ხდება სავალალო შედეგების დადგომა.
შესაბამისად, ცხადია, რომ აღნიშნული პრობლემა, მისი გავრცელებული
ხასიათიდან გამომდინარე საჭიროებს საზოგადოების და სახელმწიფოს
მხრიდან გამოვლენილ განსაკუთრებულ ყურადღებას და ხარვეზების
გაანალიზებას. მოცემულ ნაშრომში განხილულ იქნება დღევანდელ
რეალობაში არსებული საკანონმდებლო რეგულაციების ხარვეზები და
შემოთავაზებულ იქნება მათი დახვეწისა და სრულყოფის გზები. ნაშრომში
მიმოვიხილავ ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახური ძალადობის
სამართლებრივ რეგულირებას ეროვნული და საერთაშორისო
კანონმდებლობის მიხედვით. პრობლების ნათლად აღსაქმელად და
გასაანალიზებლად წარმოდგენილ იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ასევე, ნაშრომის
ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრევენციული
ღონისძიებების როლის განხილვას, მათი მნიშვნელობის წარმოჩენას
ძალადობის დაძლევაში. ნაშრომი აპელირებს საზოგადობის სამართლებრივი
თვითშეგნების ამაღლების მნიშვნელობაზე, რაც პირდაპირ განსაზღვრავს
ძალადობასთან ბრძოლის ეფექტურობას და ბოლოს, შესწავლილი საკითხის
ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბებულ იქნება შესაბამისი დასკვნა,
რომელიც ორიენტირებულია ერთიანი, კოორდინირებული და
შეთანხმებული ღონისძიებების გატარების მნიშვნელობაზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/970
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro imedashvili.pdfშემაკავებელი და დამცავი ორდერების მნიშვნელობა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე705.7 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

260
checked on May 17, 2024

გადმოწერა

1,250
checked on May 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.