გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/965
სათაური: მოწმეთა დაკითხვა გამოძიების ეტაპზე
ავტორები: ფხაკაძე, გოგა 
ხელმძღვანელი: მეიშვილი, ზაზა 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: მოწმეთა გამოკითხვა
დაკითხვა
გამოძიების ეტაპი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
მართლმსაჯულების მიზანია დაადგინოს საქმეზე ჭეშმარიტება. ჭეშმარიტების
საპროცესოსამართლებრივი გაგება საქმეზე გამომდინარეობს იმ მტკიცებულებებიდან,
რასაც მხარეები წარადგენენ სასამართლო განხილვისას. შეჯიბრებით
პროცესში მხარეებზე და მათ მიერ ჩატარებულ ქმედებებზეა დამოკიდებული
ჭეშმარიების განსაზღვრება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რომ პროცესზე
წარდგენილი ყველა მტკიცებულება იყოს უტყუარი და კანონიერად მოპოვებული და
მათი განხილვა მოხდეს სამართლიან პირობებში. ამ პროცესში კი, მოწმეთა ჩვენებებს
განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. გამოძიების ეტაპზე „დანაშაულთან დაკავშირებით
მოწმისაგან ინფორმაციის მიღება შესაძლოა, გამოძიების ცენტრალური
საკითხი იყოს“.
ძირითად შემთხვევებში გამოძიება მოწმის დაკითხვის
(მოქალაქესთან თანამშრომლობის) გარეშე წარმოუდგენელია; სწორედ აქედან გამომდინარეობს
ინფორმაცია, რომელმაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ საქმის
გამოძიება უნდა წარმართოს და სასამართლოში მართლმსაჯულება დაადგინოს.
ნაშრომის აქტუალობას განაპირობებს ის, რომ თანამედროვე პერიოდამდე ადამიანის
უფლებათა საერთაშორისო პალიტრაზე მოწმის უფლებები უკანა პლანზე გახლდათ
წარმოდგენილი. სისხლის სამართლის პროცესში მოწმეთა უფლებების საკითხს
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ჯეროვანი ყურადღება არ
ექცეოდა.
საერთაშორისო სამართლებრივი აქტები სისხლის სამართლის პროცესში
მოწმეთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მითითებას თითქმის არ შეიცავენ;
აღნიშნული აქტები მოწმეების დაკითხვას მხოლოდ ბრალდებულის გარანტირებული

უფლებების კონტექსტში ახსენებენ და არაფერია ნათქვამი თვით ამ მოწმეთა
უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე პროცესის წარმოებისას.
აქედან გამომდინარე,
დაკითხვის წესის ისტორიული განვითარების პირობებში, საინტერესოა განვიხილოთ

ის პრობლემები, რომლებიც იქმნება ან შესაძლოა შეიქმნას გამოძიების ეტაპზე
დაკითხული მოწმის ჩვენების დასაშვებ და უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევის
პროცესში.
URI: https://openscience.ge/handle/1/965
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro fkhakadze.pdfმოწმეთა დაკითხვა გამოძიების ეტაპზე798.26 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

214
checked on Sep 12, 2024

გადმოწერა

4,680
checked on Sep 12, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.