Please use this identifier to cite or link to this item:
https://openscience.ge/handle/1/965
Title: | მოწმეთა დაკითხვა გამოძიების ეტაპზე | Authors: | ფხაკაძე, გოგა | Advisor: | მეიშვილი, ზაზა | Degree Name: | Master of Law სამართლის მაგისტრი |
Degree Discipline: | სამართალი/LAW | Degree Level (0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral): | 1 | Institution: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Faculty: | Faculty of Law იურიდიული ფაკულტეტი |
Keywords: | მოწმეთა გამოკითხვა დაკითხვა გამოძიების ეტაპი |
Issue Date: | 2019 | Publisher: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Abstract: | მართლმსაჯულების მიზანია დაადგინოს საქმეზე ჭეშმარიტება. ჭეშმარიტების საპროცესოსამართლებრივი გაგება საქმეზე გამომდინარეობს იმ მტკიცებულებებიდან, რასაც მხარეები წარადგენენ სასამართლო განხილვისას. შეჯიბრებით პროცესში მხარეებზე და მათ მიერ ჩატარებულ ქმედებებზეა დამოკიდებული ჭეშმარიების განსაზღვრება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რომ პროცესზე წარდგენილი ყველა მტკიცებულება იყოს უტყუარი და კანონიერად მოპოვებული და მათი განხილვა მოხდეს სამართლიან პირობებში. ამ პროცესში კი, მოწმეთა ჩვენებებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. გამოძიების ეტაპზე „დანაშაულთან დაკავშირებით მოწმისაგან ინფორმაციის მიღება შესაძლოა, გამოძიების ცენტრალური საკითხი იყოს“. ძირითად შემთხვევებში გამოძიება მოწმის დაკითხვის (მოქალაქესთან თანამშრომლობის) გარეშე წარმოუდგენელია; სწორედ აქედან გამომდინარეობს ინფორმაცია, რომელმაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ საქმის გამოძიება უნდა წარმართოს და სასამართლოში მართლმსაჯულება დაადგინოს. ნაშრომის აქტუალობას განაპირობებს ის, რომ თანამედროვე პერიოდამდე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პალიტრაზე მოწმის უფლებები უკანა პლანზე გახლდათ წარმოდგენილი. სისხლის სამართლის პროცესში მოწმეთა უფლებების საკითხს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ჯეროვანი ყურადღება არ ექცეოდა. საერთაშორისო სამართლებრივი აქტები სისხლის სამართლის პროცესში მოწმეთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მითითებას თითქმის არ შეიცავენ; აღნიშნული აქტები მოწმეების დაკითხვას მხოლოდ ბრალდებულის გარანტირებული უფლებების კონტექსტში ახსენებენ და არაფერია ნათქვამი თვით ამ მოწმეთა უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე პროცესის წარმოებისას. აქედან გამომდინარე, დაკითხვის წესის ისტორიული განვითარების პირობებში, საინტერესოა განვიხილოთ ის პრობლემები, რომლებიც იქმნება ან შესაძლოა შეიქმნას გამოძიების ეტაპზე დაკითხული მოწმის ჩვენების დასაშვებ და უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევის პროცესში. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/965 |
Appears in Collections: | იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
samagistro fkhakadze.pdf | მოწმეთა დაკითხვა გამოძიების ეტაპზე | 798.26 kB | Adobe PDF | View/Open |
CORE Recommender
Page view(s)
214
checked on Sep 12, 2024
Download(s)
4,680
checked on Sep 12, 2024
Google ScholarTM
Check
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.