გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/964
სათაური: ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების თავისებურებანი
ავტორები: სიგუა, ანა 
ხელმძღვანელი: აქუბარდია, ირინა 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ოჯახში ძალადობის არსი
მტკიცებულებათა მოპოვება
ჩვენების მიცემაზე უარის თქმა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
განსახილველი ნაშრომი შეეხება სისხლის სამართლის პროცესში ოჯახში
ძალადობის საქმეებზე სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების
თავისებურებებს. კერძოდ, ნაშრომში საუბარია სასამართლოში საქმის არსებითი
განხილვის ეტაპზე მტკიცებულებათა გამოკვლევისას წარმოშობილ პრობლემებზე,
რომლებიც უმეტესწილად ზემოქმედებას ახდენენ საქმის საბოლოო შედეგზე.
მოყვანილია პრაქტიკული მაგალითები, სადაც მოსამართლეები ერთგვაროვანი სახის
მტკიცებულებათა შეფასებისას აფიქსირებენ საპირისპირო მოსაზრებებს, ხოლო
არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ფონზე განხილულია ოჯახში ძალადობის
დაზარალებულის უფლებების დაცვის საკითხი.

კვლევის საგანი. წინამდებარე ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს შესავალში
დასმული საკითხების თეორიული და პრაქტიკული ანალიზი. ასევე პრაქტიკაში
არსებული იმ ხარვეზების წარმოჩენა და განხილვა, რომელიც უკავშირდება
წინამდებარე საკითხებს. განხილული იქნება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი
განხილვის ეტაპზე მტკიცებულებათა შეფასების თავისებურებანი. ამასთან,
წარმოდგენილი იქნება საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები, სადაც
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებთან მიმართებით
მოცემულია იდენტურად სხვადასხვა სახის განმარტებები. მოხდება იმ საკითხის
გარკვევა, თუ რამდენად ახდენს ზემოქმედებას გადაწყვეტილებათა
მრავალფეროვნება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინტერესების დაცვაზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/964
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro sigua.pdfოჯახში ძალადობის დანაშაულებზე სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების თავისებურებანი809.12 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

103
checked on May 2, 2024

გადმოწერა

2,553
checked on May 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.