გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/950
სათაური: გამოძიების ეტაპზე შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის ცალკეული პრობლემატური საკითხები
ავტორები: კრავეიშვილი, გიორგი 
ხელმძღვანელი: თუმანიშვილი, გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი
გამოძიების ეტაპი
ექსპერტიზა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია სისხლის სამართლის პროცესში
შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის არსი. განხილულია საგამოძიებო
მოქმდებების დროს მხარეთა უფლება-მოვალეობები და მათი თანაბარი
შესაძლებლობების საკითხი, აგრეთვე, სასამართლოს როლი სამართლიანი
სასამართლოს განხილვის წარმართვის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ
ინკვიზიციური პროცესისგან განსხვავებით, შერჯიბრებით პროცესში სასამართლოს
როლი მინიმალურია, ის მაინც აღჭურვილია მნიშვნელოვან ბერკეტებით მხარეთა
თანასწორობის უზრუნველყოფისთვის.
ნაშრომში განხილული საკითხების ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარეებს უნდა
ჰქონდეთ საქმისწარმოებაზე სამართლებრივად გავლენის მოხდენის შესაძლებლობა.
დაცვის მხარეს მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა ისეთ პირობებში უნდა
შეეძლოს, რომ მის მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არახელსაყრელ
მდგომარეობაში არ იმყოფებოდეს.
თანასწორობის უფლება გულისხმობს არა მხარეთა სრულ გათანაბრებას,
არამედ მათთვის გონივრულობის ფარგლებში თანაბარი შესაძლებლობების
მინიჭებას. დაცვის მხარე აღჭურვილი უნდა იყოს ისეთი უფლებით, რომლებიც
შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ბრალდების მხარეს. არ უნდა არსებობდეს ისეთი
რეგულაციები, რაც ბრალდების მხარეს ჩააყენებს უპირატეს მდგომარეობაში და
დაუსაბუთებლად მიაყენებს უსაფუძვლო პრივილეგიებს, რომლებიც არ იქნება
გამყარებული ლეგიტიმური მიზნით.
სისხლის სამართლის პროცესის ინკვიზიციურიდან შეჯიბრებითზე გადასვლამ
არსებითად ახალი მოდელი დაამკვიდრა ქართულ რეალობაში. ამ პირობებში
რთულია სამართლიანი ბალანსის დაცვა მხარეებს შორის, თუმცა სამართლებრივი
სახელმწიფოს პრინციპი კანონმდებელს ავალდებულებს საერთაშორისო პრინციპების
და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით აღმოფხვრას ის
საკანონმდებლო ხარვეზები, რაც მხარეთა შორის საპროცესო უთანასწორობის
მიზეზია და შექმნას კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული
კონვენციით გარანტირებული უფლებებით სრულყოფილი სარგებლობის
შესაძლებლობა ორივე მხარისთვის.
URI: https://openscience.ge/handle/1/950
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro kraveishvili.pdfგამოძიების ეტაპზე შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის ცალკეული პრობლემატური საკითხები911.83 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

133
checked on May 5, 2024

გადმოწერა

2,909
checked on May 5, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.