Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/948
Title: დაკავების როგორც საპროცესო იძულების ღონისძიების საკანონმდებლო რეგლამენტაცია და პრაქტიკულ-სამართლებრივი ასპექტები
Authors: თავბერიძე, ელგუჯა 
Advisor: აქუბარდია, ირინა 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: დაკავება
სასამართლოს განჩინება
დაკავების წესი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
თემის აქტუალობა. პირის დაკავება სახელწიფო ხელისუფლების მხრიდან უნდა
განხორციელდეს მხოლოდ როგორც ultima ratio. შესაბამისად, თემა აქტუალურია
იმდენად, რამდენადაც იგი პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე
მნიშვნელოვან ღირებულებას - მის თავისუფლებას. პიროვნება ძალიან
მგრძნობიარედ რეაგირებს ყველა იმ საკითხზე, რომელიც რაღაც დოზით მაინც
საფრთხეს უქმნის მის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს - საკუთარ თავისუფლებას.
პირის დაკავება კი სწორედ ამ საფრთხეების რეალიზების წინაპირობაა. შესაბამისად,
სახელმწიფო და თითოეული სამართალდამცავი (დაკავების უფლებამოსილებით
აღჭურვილი პირი) ადამიანის დაკავების დროს განსჭვალული უნდა იყოს კანონის
უზენაესობის გრძნობით და ყოველგვარი თვითნებობა თავშივე უნდა იქნას
აღკვეთილი. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დაკავების მომენტში,
უფლებებით და ვალდებულებებით აღიჭურვება როგორც სახელმწიფო ორგანოს
წარმომადგენელი, ასევე, დაკავებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, წინამდებარე ნაშრომი სწორედაც, რომ
საკანონმდებლო რეგლამენტაციის და პრაქტიკულ - სამართლებრივ ასპექტში
ყოფილიყო განხილული.
კვლევის მიზანი და ამოცანები. კვლევის მიზანია საკანონმდებლო რეგლამენტაციის
პრაქტიკასთან შესაბამისობის დადგენა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, განხილული
იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო საკონონმდებლო ბაზები,
პრაქტიკაში დამკვიდრებული შეხედულებები/მიდგომები და მათი ურთიერთკავშირი.
გაანალიზებული იქნება შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურა, საერთო
სასამართლოების პრაქტიკა და დაკავების სტატისტიკა.
კვლევის მეთოდები. ნაშრომში გამოყენებული იქნა შედარებით-სამართლებრივი,
ფორმალურ-დოგმატური, იურიდიულ-განმარტებითი და ტელეოლოგიური კვლევის
მეთოდები. ნაშრომი მოიცავს როგორც საერთო სასამართლოების, ასევე,
საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რაც პრაქტიკულ ჭრილში
მნიშნვნელოვანი ანალიზების გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემს.
URI: https://openscience.ge/handle/1/948
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro thavberidze.pdfდაკავების როგორც საპროცესო იძულების ღონისძიების საკანონმდებლო რეგლამენტაცია და პრაქტიკულ-სამართლებრივი ასპექტები930.56 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

277
checked on Apr 26, 2024

Download(s)

1,262
checked on Apr 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.