გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/946
სათაური: სომხების იდენტობა 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
ავტორები: პიჩიკიანი, ლუსინე 
ხელმძღვანელი: დავითაშვილი, ზურაბ 
ხარისხის სახელი: Nationalism and Ethnicity Studies
ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევები. Nationalism and Ethnicity Studies
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ეროვნული იდენტობა
სომხების დასახლება საქართველოში
საქართველოს დამოუკიდებული რესპუბლიკის პოლიტიკური ვითარება
გამოცემის თარიღი: 2017
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The purpose of this paper is to ascertain how Armenians perceived themselves in the Democratic Republic of Georgia in the period of independence (1918-1921) and the factors which conditioned such perception. According to the hypothesis, Armenian political and intellectual elite, living and acting in Tbilisi represented a power, which played an important role in the formation of Armenian identity generally and by the influence of which there was forming the identity of Armenians, who lived in Georgia, their self-perception and attitude towards Georgians and Georgia.
In order to approve the hypothesis, it is necessary to analyse the role of diaspora in the formation of Armenian identity and the peculiarities of identity of Armenians living in Georgia.
We should note that after declaring of the independence of Georgia, a new reality emerged not only for Georgians, but also for Armenians living in this country. Accordingly, the reaction and attitude of Armenian population represents a big interest, especially towards the following issues: declaring of the independence of Georgia; choosing Tbilisi as a capital of the country; homeland perception and citizenship issue; Georgian language in non-Georgian schools; territorial issues and perception of Georgians. In addition, it is important to analyse Georgian-Armenian conflict which occured in 1918 and to show the position of Armenians living in Georgia towards this issue. The position of Armenians on above-mentioned issues is the way to understand their identity.
The research question of this paper is “How did Armenians living in Georgia perceive themselves in the Democratic Republic of Georgia (1918-1921) and what conditioned such perception?” The most relevant theory, which answers the research question, is instrumentalism of Paul Brass.

ნაშრომის მიზანია იმის დადგენა თუ როგორ აღიქვამდნენ საკუთარ თავს სომხები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918-1921 წლებში.
ჰიპოთეზის თანახმად, სომხური პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა, რომელიც მოღვაწეობდა თბილისში, წარმოადგენდა ძალას, რომელიც დიდ როლს თამაშობდა ზოგადად სომხური იდენტობის ფორმირებაში და რომლის გავლენითაც ყალიბდებოდა საქართველოში მცხოვრები სომხების იდენტობა, მათი თვითაღქმა და ასევე ქართველებისა და საქართველოსადმი დამოკიდებულება.
ჰიპოთეზის შესამოწმებლად ნაშრომში, პირველ როგში, განხილულია და გაანალიზებულია დიასპორის როლი სომხური იდენტობის ფორმირებაში ასევე საქართველოს სომხების იდენტობის თავისებურებები.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ შეიქმნა ახალი რეალობა არა მხოლოდ ქართველებისათვის, არამედ საქართველოში მცხოვრები სომხებისათვის. შესაბამისად, საინტერესოა სომხური მოსახლეობის ხედვა ისეთი საკითხებთან მიმართებით, როგორებიცაა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, მის დედაქალაქად თბილისის არჩევა, სომხების ხედვა ტერიტორიებთან მიმართებაში, სამშობლოს აღქმისა და მოქალაქეობის საკითხი, სომხურ სკოლებში ქართული ენის სწავლის საკითხი, ქართველების აღქმა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ამ პერიოდში მომხდარ კონფლიქტზე - საქართველო სომხეთის ომზე და სომხების პოზიციაზე საუბარი. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების სომხების მიერ აღქმა საქართველოში მცხოვრები სომხების იდენტობას ნათელყოფს.
საკვლევი კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ აღიქვამდნენ საქართველოში მცხოვრები სომხები საკუთარ თავს 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და რით იყო განპირობებული ასეთი აღქმა? ჰიპოთეზის ასახსნელად ნაშრომში იქნება გამოყენებული პოლ ბრასის ინსტრუმენტალიზმის თეორია.
URI: https://openscience.ge/handle/1/946
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis. Pichikyan nac.pdfსომხების იდენტობა 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში708.04 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

153
checked on May 5, 2024

გადმოწერა

1,879
checked on May 5, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.