გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/945
სათაური: თაღლითობის კვალიფიკაციის პრობლემური საკითხები
ავტორები: ნადირაშვილი, ზურაბ 
ხელმძღვანელი: დვალიძე, ირაკლი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
თაღლითობა და დანაშაული
სამართლებრივი სტატისტიკა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება საკუთრების უფლებაა და მის
მიმართ ჩადენილი დანაშაული საკმაოდ საშიშია დემოკრატიული
საზოგადოებისთვის. თაღლითობა, როგორც საკუთრების წინააღმდეგ
მიმართული დანაშაულის ერთ-ერთი სახე, საკმაოდ გავრცელებულია. ბოლო
ათწლეულის განმავლობაში თაღლითობა, სტატისტიკის მიხედვით, სხვა
დანაშაულებთან შედარებით მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებლით
გამოირჩევა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი
არ შეცვლილა.
ასე რომ, იგი რჩება ერთ-ერთ იმ დანაშაულთა შორის, რომლის
პრევენციაც სახელმწიფოს პრიორიტეტულად მიაჩნია.
1
ნაშრომის მიზანია თაღლითობის მაკვალიფიცირებელი იმ ნიშნების აღწერა,
რომლებიც გაუადვილებს სასამართლოს თაღლითობის კვალიფიკაციას.
ნაშრომის მიზანს წარმოადგენს დანაშაულის პრობლემური ასპექტების
განხილვა; ასევე, სასამართლო პრაქტიკის დროს დაშვებულ შეცდომებზე
მითითება და თაღლითობის ზოგადი პრევენცია.
გარდა ამისა, ნაშრომში მოყვანილია სასამართლო პრაქტიკის მაგალითები,
რომელთა გაანალიზების საფუძველზეც გამოიკვეთება ის პრობლემები,
როგორებიცაა დამთავრებული თაღლითობისა და მისი მცდელობის
სტადიების გამიჯვნა; თაღლითობის განსხვავება მონათესავე
დელიქტებისაგან და სხვა.
ნაშრომის პირველი თავი ეთმობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის - თაღლითობის დეტალურ დახასიათებას.
მოცემულია დანაშაულის ცნება, ქმედების შემადგენელი თითოეული ნიშანი
და მათი შეფასება, დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის
ნიშნები. განხილულია მოტყუება, როგორც დანაშაულის განუყოფელი ხერხი.
მოყვანილია პრაქტიკული მაგალითები და სხვა ისეთი მნიშვნელოვანი
საკითხები, რომლებიც თაღლითობას გამოარჩევს სხვა დანაშაულებისაგან და
რომელთა განსაზღვრაც აუცილებელია ქმედების თაღლითობად
კვალიფიკაციისათვის. ასევე, წარმოდგენილია იმ ზიანის შეფასება, რომელიც
თან სდევს კონკრეტულ არამართლზომიერ ქმედებას. ამასთან, შეფასებულია
უმოქმედობა, როგორც თაღლითობის ჩადენის შესაძლო ფორმა.
URI: https://openscience.ge/handle/1/945
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro nadirashvili.pdfთაღლითობის კვალიფიკაციის პრობლემური საკითხები966.97 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

323
checked on May 19, 2024

გადმოწერა

2,036
checked on May 19, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.