Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/931
Title: საგადასახადო პოლიტიკის ზეგავლენა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე
Authors: სამადაშვილი, ნიკა 
Advisor: ტაბატაძე, მარინა 
Degree Name: MSc in Economics
ეკონომიკის მაგისტრი
Degree Discipline: ეკონომიკა / Economics
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: საგადასახადო პოლიტიკის არსი და მნიშვნელობა სახელმწიფოს ფუნქციონირებაში
გადასახადების მაკროეკონომიკური თავისებურებები
ფისკალური პოლიტიკა, როგორც ეკონომიკური სტაბილიზაციის ინსტრუმენტი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Georgia’s social-economic development strategy "Georgia 2020" is based on three basic principles, the highest priority is an effective and rapid economic growth, which will be, oriented on the development of the real economy and will help solve the economic problems the country is facing, such as unemployment and poverty. Rapid and steady economic growth is achieved only with an adequate tax policy. Consequently, the efficiency of tax policy and its implementation is always an actual topic in macroeconomic policy of a country.
Considering Georgia’s specific economic situation main purpose of this paper is to outline the leverages and mechanisms of tax policy, which are influencing macroeconomic indicators. The object of the research is the tax policy of Georgia over the last few years, and the subject is the research is the activities implemented within the framework of this policy, which are aimed at the stability and efficiency of the country’s economy.
The focus is on the difference between the expected and actual results of profit tax reform and its impact on taxation in Georgia. The work is unique: analysis between Estonian model of profit and Georgian taxation, its impact on direct foreign investments in recent years. Results of the above mentioned research can be summarized as follows: Georgian taxation system is stable and competitive, structural changes in certain taxes (excluding VAT) have long-term impact. Moving onto the Estonian model will drastically improve the long-term economic situation in Georgia.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში „საქართველო 2020“ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ემყარება სამ ძირითად პრინციპს, რომელშიც უპირველესია ეკონომიკის რეალური (წარმოების) სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რაც განაპირობებს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემის გადაჭრას, სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის დაძლევას. სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა კი მიიღწევა მხოლოდ ადეკვატური საგადასახადო პოლიტიკის პირობებში. შესაბამისად, საგადასახადო პოლიტიკის ეფექტიანობა და მისი განხორციელების გზები ყოველთვის ინარჩუნებს აქტუალურობას ნებისმიერი ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებისას.
მოცემული ნაშრომის მიზანია საქართველოს ეკონომიკის სპეციფიურობიდან გამომდინარე გამოკვეთოს საგადასახადო პოლიტიკის ბერკეტები და მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ეს ფაქტორები ახდენენ გავლენას მაკროეკონომიკურ ინდიკატორებზე. კვლევის ობიექტია საქართველოს საგადასახადო პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში, ხოლო კვლევის საგანია ამ პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფოს ეკონომიკის სტაბილურობისა და ეფექტიანობისაკენ არის მიმართული.
ნაშრომში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია მოგების გადასახადის რეფორმის მოსალოდნელ და ფაქტიურ შედეგებს შორის განსხვავებასა და საქართველოში საგადასახადო ტვირთის გავლენაზე. ნაშრომი უნიკალურია მოგების ესტონური მოდელის შედეგების ანალიზისა და საქართველოს საგადასახადო პოლიტიკის გავლენის მექანიზმის ანალიზით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართ ბოლო წლების განმავლობაში. ნაშრომის ძირითადი შედეგები კი შეგვიძლია შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: საქართველოს საგადასახადო სისტემა სტაბილური და კონკურენტუნარიანია, სტრუქტურული ცვლილებები ცალკეულ გადასახადებზე (გარდა დღგ) ახდენენ გავლენას არა მოკლევადიან არამედ გრძელვადიან პერიოდში და მოგების ესტონურ მოდელზე გადასვლის შედეგი გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.
URI: https://openscience.ge/handle/1/931
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro samadashvili nika.pdfსაგადასახადო პოლიტიკის ზეგავლენა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე2.04 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

138
checked on Apr 24, 2024

Download(s)

1,683
checked on Apr 24, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.