Options
„ერთობლივი საწარმოს” სამართლებრივი ფორმა და მისი მახასიათებლები
Date Issued
2019
Author(s)
Advisor(s)
Institution
Faculty
Abstract
წინამდებარე ნაშრომი შეეხება „ერთობლივი საწარმოს‘‘ სამართლებრივ
ფორმას, მის მახასიათებლებს, კონცეფციასა და მის ადგილს, როგორც
საერთაშორისო, ისე საქართველოს სამართლებრივ სივრცეში. ნაშრომის
შესავალ ნაწილში განხილული იქნება საკითხის აქტუალურობა, კვლევის
ფარგლები და კვლევის მეთოდები, ასევე თემის სტრუქტურა.
დღესდღეობით, საერთაშორისო ბიზნეს/კომერციული ურთიერთობები
განვითარების უფრო და უფრო მაღალ მწვერვალებს იპყრობს, შესაბამისად
თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკურ და კომერციულ ბაზარზე ჩნდება
ახალი ბიზნესის განხორციელებისა და ეკონომიკის განვითარების
ტენდენციები. შეუქცევადი განვითარებისა და გლობალიზაციის ფონზე
თითოეული სახელმწიფოს შიდა სამართლებრივი სივრცე მრავალ გამოწვევას
აწყდება და ჩნდება აუცილებლობა, რომ თითოეული ქვეყნის შიგნით მოქმედი
კანონმდებლობა იცნობდეს ახალ ტენდენციებს და განიცდიდეს შესაბამის
ცვილებებს. ასეთი შეუქცევადი პროცესის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია
ფრენშაიზინგის ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს, სწორედ სამეწარმეო
ურთიერთობის განვითარების ნაყოფსა და სიახლეს ,როგორც მრავალი
ქვეყნის, ისე საქართველოს კანონმდებლობისთვისაც.
ასევე, აღნიშნული
პროცესის თვალსაჩინო მაგალითია სამეწარმეო ამხანაგობის მეწარმეთა
შესახებ საქართველოს კანონში დამკვიდრება და შემდგომ კვლავ ამოღება.
შესაბამისად, ყოველდღიურად შესაძლოა საჭირო გახდეს სამართლის
სიახლეებთან და ტენდენციებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც ეკონომიკური
ურთიერთობების, საერთაშორისო ბაზრის განვითარების თანმდევი
პროცესია.

File(s)
Loading...
Name
samagistro kordzakhia.pdf
Description
„ერთობლივი საწარმოს” სამართლებრივი ფორმა და მისი მახასიათებლები (შედარებითი კვლევა აშშ-ს სამართლის მაგალითზე)
Size
914.2 KB
Format
Adobe PDF
Checksum
(MD5):8a25a371aaa26713be0354af9cf5f40e