გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/912
სათაური: საქორწინო ხელშეკრულება, როგორც მეუღლეთა შორის არსებული ქონებრივი ურთიერთობის რეგულირების ერთ-ერთი საფუძველი
ავტორები: ჩიხრაძე, თამუნა 
ხელმძღვანელი: რუსიაშვილი, გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საქორწინო ხელშეკრულება
მეუღლეთა შორის არსებული ქონებრივი ურთიერთობის რეგულირება
ოჯახი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
კერთო საკუთრებით ურთიერთობებში არსებული პრინციპები იძლევა იმის
აუცილებლობას, რომ ახლებურად იქნეს აღქმული და შესაბამისად,
გააზრებული მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობები. სოციალურ
სახელმწიფოში მეუღლეებს გააჩნდათ შრომითი შემოსავალი
კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოქმედი ნორმების
შესაბამისად, რომლებსაც ისინი ვერ გადაუხვევდნენ. დღეის მდგომარეობით
მოქმედი კანონმდებლობა იძლევა საშუალებას მეუღლეებს გააჩნდეთ კერძო
საკუთრება, რომელთა გამოყენება მხოლოდ საოჯახო-სამართლებრივი
მიზნებიდან გამომდინარე დაუშვებელია, რაც განაპირობებს მეუღლეთა
საკუთრების სამართლებრივი რეჟიმის შეცვლას. იმისათვის, რომ არ მოხდეს
მხარეთა ინტერესების უგულებელყოფა კანონი ამკვიდრებს მეუღლეთა
სახელშეკრულებო-ქონებრივ, საქორწინო-საკონტრაქტო ურთიერთობას.
კანონი შესაძლებლობას აძლევს მათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება და
განსაზღვრონ თავიანთი ქონებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის
და შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნული კონტრაქტის
დადება სავადებულო არ არის, რაც გამომდინარეობს სახელშეკრულებო
პრინციპიდან, კერძო ავტონომიასთან, ნების თავისუფლად გამოხატვასთან
დაკავშირებით. თუ მხარეები გადაწყვეტენ, რომ შევიდნენ სახელშეკრულებო
ურთიერთობაში, ამით ისინი შეცვლიან კანონმდებლობით დადგენილ და
დაწესებულ სამართლებრივ რეჟიმს, რომელიც შეეხება მეუღლეთა ქონებრივ
ურთიერთობებს და დაექვემდებარებიან იმ წესების სავალდებულო
შესრულებას, რაც მხარეებმა კონტრაქტით გაითვალისწინეს. სხვა
შემთხვევაში იმოქმედებს ის ზოგადი წესები, რასაც სამოქალაქო კოდექსი
ადგენს მეუღლეთა ქონებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. თუ
მეუღლეები გადაწყვეტენ სახელშეკრულებო წესებს დაუქვემდებარონ
თავიანთი ქონებრივი ურთიერთობა, კონტრაქტი უნდა გააფორმონ ყველა იმ
წესის დაცვით, რასაც კანონმდებლობა ადგენს ზოგადად სახელშეკრულებო
ურთიერთობებთან დაკავშირებით.
URI: https://openscience.ge/handle/1/912
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro chikhradze.pdfსაქორწინო ხელშეკრულება, როგორც მეუღლეთა შორის არსებული ქონებრივი ურთიერთობის რეგულირების ერთ-ერთი საფუძველი879.06 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

153
checked on May 3, 2024

გადმოწერა

2,535
checked on May 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.