Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/885
Title: ინკვიზიციურობის პრინციპი საოჯახო საქმეთა განხილვისას
Authors: ჩუბინიძე, ვალერიან 
Advisor: კვანტალიანი, ნუნუ 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: ინკვიზიციურობის პრინციპი
მტკიცების ტვირთი
საოჯახო საქმეთა განხილვა
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს საოჯახოსამართლებრივი
ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი თავისებურებების სამართლებრივ
ანალიზს. აღნიშნული თემით, ჩემი დაინტერესება გამოიწვია სასამართლო
პრაქტიკასა და დოქტრინაში არსებულმა სირთულეებმა, კერძოდ, როცა საქმე
ეხება ინკვიზიციურობის პრინციპის მოქმედებას საოჯახო საქმეთა განხილვის
დროს. ამასთან, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებშიც
ცალსახად, მითითებულია, ინკვზიციურობის პრინციპის არ არსებობაზე
სამოქალაქო სამეთა განხილვის დროს, მაშინ, როცა საპროცესო კანონმდებლობა
გარკვეულ შემთხვევებში უშვებს მის გამოყენებას, ცხადია, განსაზღვრულ
ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შევეცდები საკვლევი საკითხი
გადმოვცე ამომწურავად და სრულფასოვნად, რელევანტური სასამართლო
პრაქტიკისა და დოქტრინაში არსებული შეხედულებების საფუძვლეზე.
მოცემული თემის ფარგლებში, განხილული იქნება, სამოქალაქო საპროცესო
კანონმდებლობაში ინკვიზიციურობის პრინციპი და მისი ცალკეული
ელემენტები, როგორც შიდა კანონმდებლობაში, ისე უცხოურ სამართალში.
განსაკუთრებით საინტერესოა საკითხი, ინკვიზიციურობის პრინციპი საოჯახო
საქმეთა განხილვისას. ასევე, გამოიყენება თუ არა ინკვიზიციურობის პრინციპი
ამგვარი მოცულობით, როცა საოჯახო დავასთან ერთად განიხილება მისგან
წარმოშობილი სხვა ქონებრივ სამართლებრივი დავა, ან მასთან დაკავშირებული
სხვა მსგავსი დავა. ამასთან, ინკვიზცია ვრცელდება თუ არა ყველა ტიპის საოჯახო
სამართლებრივ დავაზე, მაშინ, როცა საკანონმდებლო მოწესრიგება და
სასამართლო პრაქტიკა, ცალსახად, არ მიუთითებს და აკონკრეტებს მის თაობაზე.
არ არის გამორიცხული, რომ მსჯელობის შედეგად მივიდე დასკვნამდე, რომ
ინკვიზიცია გამოიყენებოდეს ისეთ საოჯახო დავაზე, სადაც ბავშვის საუკეთესო
ინტერესი ფიგურირებს. ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს
გამომდინარეობს თუ არა ეს საერთაშორისო კონვენციებიდან და შიდა
კანონმდებლობიდან. ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების რა
კრიტერიუმები არსებობს საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლოაბში.
URI: https://openscience.ge/handle/1/885
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro chubinidze.pdfინკვიზიციურობის პრინციპი საოჯახო საქმეთა განხილვისას1.22 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

242
checked on May 2, 2024

Download(s)

2,139
checked on May 2, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.