გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/871
სათაური: ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება სადაზღვევო ურთიერთობებში
ავტორები: ხარანაული, თამუნა 
ხელმძღვანელი: ზამბახიძე, თამარ 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სადაზღვევო ურთიერთობები
ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
თანამედროვე მსოფლიოში უფრო და უფრო ვითარდება
დაზღვევისადმი ინტერესი. სადაზღვევო ბიზნესი საქართველოში ბოლო
პერიოდში უფრო და უფრო მზარდი და ამასთანავე მიმზიდველი გახდა. 2018
წლის პირველი კვარტლისთვის რეგისტრირებული იყო 17 სადაზღვევო
კომპანია, 16 მათგანი ფლობდა სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის
ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის
ლიცენზიას.
1

სადაზღვევო ურთიერთობა, ყველა სხვა სამოქალაქო სამართლებრივი
ურთიერთობისაგან განსხვავებით, ყველაზე მეტად მოითხოვს მხარეთაგან
კეთილსინდისიერებას და ერთმანეთისადმი ნდობის უმაღლეს გამოვლენას.
ეს განპირობებულია თავად ამ სამართალურთიერთობის ხასიათიდან,
ვინაიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიზნის მიღწევა
მხოლოდ ორივე მხარის ერთმანეთისადმი ნდობით მიიღწევა. ეს კი ნიშნავს
იმას, რომ ხელშეკრულების ორივე მხარე ფიდუციური ვალდებულებითაა
აღჭურვილი და თუნდაც ერთი მხარის მიერ დამალული/გაუმჯღავნებელი ან
არასწორად გაცემული ინფორმაცია გამოიწვევს ხელშეკრულების მოშლას.
ნაშრომის ძირითად მიზანს მხარეთა ურთიერთვალდებულებათა
მნიშვნელობის წარმოჩენა წარმოადგენს. განსაკუთრებით ყურადღება ექცევა
ერთმანეთის მიმართ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების უდიდეს
მნიშვნელობას და ამ ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებს.
აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობასთან ერთად განხილულია უცხო
ქვეყნის სასამართლო პრაქტიკა და მიდგომები აღნიშნული ვალდებულების
მიმართ.
URI: https://openscience.ge/handle/1/871
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
თ. ხარანაული.pdfინფორმაციის მიწოდების ვალდებულება სადაზღვევო ურთიერთობებში1.62 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

145
checked on May 16, 2024

გადმოწერა

1,701
checked on May 16, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.