გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/870
სათაური: პირობადებული საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება
ავტორები: ჩიღოშვილი, გელა 
ხელმძღვანელი: რუსიაშვილი, გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: პირობადებული საკუთრება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
წინამდებარე ნაშრომი შეეხება სანივთო სამართლის ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს, პირობადებულ საკუთრებას, რომელიც თავისი
არსიდან და სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კერძო სამართლის
სუბიექტებს აძლევს შესაძლებლობას შეთანხმდნენ საკუთრების უფლების
გადასვლის სპეციალურ წესზე, რაც გულისხმობს საკუთრების გადასვლას
შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. იურიდიულ ლიტერატურაში
მას საკუთრების გადასვლის წესიდან გამონაკლის საშუალებად მიიჩნევენ,
რომლის დროსაც საკუთრება მყიდველზე გადადის მხოლოდ პირობის დადგომის
შედეგად. უნდა აღინიშნოს, რომ პირობადებული საკუთრება თავისი არსისა და
კონსტრუქციის გათვალისწინებით, წარმოადგენს უზრუნველყოფის საშუალებას,
რომლის პირობებშიც, გამყიდველი ნასყიდობის საფასურის სრულად
გადახდამდე საკუთრების შენარჩუნებით ახდენს თავისი მოთხოვნის
უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ მას ევროპის კომერციულ ბაზარზე
აქტიურად იყენებენ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, რამაც
განაპირობა პრაქტიკაში მისი მრავალი ვარიაცების შემუშავება. მიუხედავად
ამისა, ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში აღნიშნულ საკითხზე მეტად მწირე
სამეცნიერო ნაშრომები მოიძებნება, ამასთან, არც სასამართლო პრაქტიკაა ამ
კუთხით მდიდარი. გარდა ამისა, ლიტერატურაში სათანადო ყურადღება არ აქვს
დათმობილი პირობადებული მესაკუთრის უფლებებს და უპირატესად
განხილულია პირობადებული გამყიდველის უფლებრივი მდგომარეობა.
ამდენად, კვლევის მიზანს წარმოადგენს პირობადებული საკუთრების, როგორც
მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების, სიღრმისეული და დეტალური
განხილვა. ამასთან, წინამდებარე ნაშრომის მიზანია, წარმოჩენილ იქნეს
პირობადებული საკუთრების თავისებურებანი, მხარეთა სამართლებრივი
მდგომარეობა და მისი უპირატესობა უზრუნველყოფის სხვა საშუალებებთან.
პრობლემის გამოკვეთასთან ერთად წარმოდგენილია მისი გადაწყვეტის
ალტერნატიული საშუალებები.
URI: https://openscience.ge/handle/1/870
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro chighoshvili.pdfპირობადებული საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება1.71 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

557
checked on May 3, 2024

გადმოწერა

1,057
checked on May 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.