გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/859
სათაური: საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობები და პერსპექტივები საერთაშორისო ვაჭრობაში
ავტორები: ბეგდარაშვილი, თამარ 
ხელმძღვანელი: ვეშაპიძე, შოთა 
ხარისხის სახელი: MSc in Economics
ეკონომიკის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ეკონომიკა / Economics
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საქართველო თანამედროვე გლობალურ სივრცეში
საქართველოს თანამედროვე საექსპორტო პოტენციალი
საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ამაღლების თანამედროვე გამოწვევები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The topic of the master's thesis is to discuss Georgia's export opportunities and perspectives in international trade, which is quite relevant today as a theoretical and practical point of view.
Because of its historical and geopolitical location, Georgia has an opportunity to actively engage in world integration processes and achieve economic progress. For all this, it is necessary to develop international trade and increase production in line with European standards.
The first chapter deals with the main economic goal of Georgia - to become an active participant in international trade and it discusses Georgia’s current trade relations and policies.
Increase in the volume of international trade and export are a real goal that requires proper planning and support from the state. This part of the thesis also discusses the positive aspects of international trade and focuses on Georgia’s role in the modern global space.
The second chapter of the paper presents the analysis Georgia’s trade (export and import datas) according to the main commodity groups and trade partners, also, Georgia's cooperation with international organizations, commitments and perspectives taken in this regard. The paper also deals with the impact of modern global processes on foreign trade, selected export policy and for more visibility thesis contains foreign trade statistics and diagrams.
The third chapter of the thesis is further detailed about the challenges facing the country after the inclusion in international trade that contains challenges due to Georgia-EU Association Agreement (Quality assurance, product non-uniformity and ect.) and Georgia's competitiveness in the international market. In addition, the priority directions of export are discussed as there are real possibilities of enlarging the main export products and prospects for the development of new fields in this regard.

სამაგისტრო ნაშრომის თემას წარმოადგენს საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებისა და პერსპექტივების განხილვა საერთაშორისო ვაჭრობაში, რომელიც დღეს საკმაოდ აქტუალურია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.
საქართველოს თავისი ისტორიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, საშუალება ეძლევა აქტიურად ჩაერთოს მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში და მიაღწიოს ეკონომიკურ წინსვლას. ყოველივე ამისათვის აუცილებელია განავითაროს საერთაშორისო ვაჭრობა; გაზარდოს წარმოება და იგი მაქსიმალურად მიუსადაგოს ევროპულ სტანდარტებს.
ნაშრომის პირველ თავში საუბარია ქვეყნის მიზანზე – გახდეს საერთაშორისო ვაჭრობის აქტიური მონაწილე, რომლის ფარგლებშიც განხილულია საქართველოს მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობები და პოლიტიკა. პროდუქციის ექსპორტის ზრდა რეალური მიზანია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან სწორ დაგეგმვასა და შესაბამის ხელშეწყობას მოითხოვს. ამავე თავში განხილულია საერთაშორისო ვაჭრობის დადებითი ასპექტები და ყურადღება გამახვიულებულია საქართველოს როლზე თანამედროვე გლობალურ სივრცეში.
მეორე თავში წარმოდგენილია საქართველოს ექსპორტისა და იმპორტის ანალიზი ძირითადი სასაქონლო ჯგუფებისა და სავაჭრო პარტნიორების მიხედვით. ასევე განხილულია საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ამ მხრივ აღებული ვალდებულებები და პერსპექტივები. ნაშრომში ასევე საუბარია თანამედროვე გლობალური პროცესების გავლენაზე საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე, არჩეულ საექსპორტო პოლიტიკაზე და მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოდგენილია საქართველოს საგარეო ვაჭრობის ანალიზი ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
ნაშრომის მესამე თავში კიდევ უფრო დეტალურადაა საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვის შემდეგ, კერძოდ, საუბარია საქართვლოს კონკურენტუნარიანობაზე საერთაშორისო ბაზარზე, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ფორმირების პრობლემებზე საქართველო - ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფონზე (ხარისხის უზრუნველყოფა, პროდუქციის არაერთგვაროვნება და სხვა) და ბოლოს განხილულია ექსპორტის პრიორიტეტული მიმართულებები, ძირითადი საექსპორტო პროდუქციის გადიდების რეალური შესაძლებლობები და ამ მხრივ, ახალი დარგების განვითარების პერსპექტივები.
URI: https://openscience.ge/handle/1/859
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro begdarashvili tamari.pdfსაქართველოს საექსპორტო შესაძლებლობები და პერსპექტივები საერთაშორისო ვაჭრობაში1.76 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

131
checked on May 18, 2024

გადმოწერა

541
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.