Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/756
Title: უცხოური ინვესტიციების გავლენა სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებაზე
Authors: გოგოტიშვილი, ანა 
Advisor: ლაზარიაშვილი, თამარ 
Degree Name: MSc in Economics
ეკონომიკის მაგისტრი
Degree Discipline: ეკონომიკა / Economics
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში
საქართველოს აგრარული სექტორის განვითარების ტენდენციები
საინვესტიციო გარემო და ინვესტიციების მოზიდვის პრიორიტეტები საქართველოში
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The subject of research of the Master's thesis is to evaluate the influence of foreign investments on the development of agriculture industry. The thesis reviews the importance of foreign investments for the economic growth of the country; investment environment in generally and the factors that affects negatively on attracting foreign investments in agricultural sector.
Current trends in agriculture for Georgian economics are very important. It is very important to use and utilize existing potential as much as possible in the field. It is necessary to develop agrarian politics, which will help to attract financial resources in the field. Exactly, the attracting foreign investments is one of the topical problems of the agricultural sector. Georgian economics depends on foreign capitals very much.
Pervious thesis aimed to determine Georgian investment environment and find out the ways to solve current problems, there are analyzed the directions of agricultural sector support programs in the country. There were set up a number of tasks, was determined the role of investment process in the field of agriculture; here was underlined the directions of improvement of investment environment. The state agrarian programs and challenges were evaluated.

სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე ტენდენციები საკმაოდ აქტუალურია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნულ სფეროში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და გამოყენება. აუცილებელია, ისეთი აგრარული პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ფინანსური რესურსების მოზიდვას დარგში.
საქართველოში სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქცია ძირითადად შინამეურნეობებისთვის გამოიყენება, ამ დარგში მიმართულმა ინვესტიციებმა უნდა გაზარდოს წარმოების მოცულობა. სწორედ, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს აგრარული სექტორის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას. ქართული ეკონომიკა, ძირითადად, უცხოურ კაპიტალდაბანდებებზეა დამოკიდებული და განსაკუთრებულად საჭიროებს გრძელვადიან ინვესტიციებს. წინამდებარე ნაშრომი მიზანად ისახავს ქართული საინვესტიციო გარემოს ძირეული პრობლემების განსაზღვრასა და მათი აღმოფხვრის გზების ძიებას, გაანალიზებულია, თუ რა მიმართულებებით ხორციელდება აგრარული სექტორის მხარდაჭერის პროგრამები ქვეყანაში. მიზნებიდან გამომდინარე დასახულ იქნა რიგი ამოცანებისა, განისაზღვრა საინვესტიციო პროცესების როლი სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებაში;
ხაზი გაესვა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებებს, შეფასებულ იქნა სახელმწიფო აგრარული პროგრამები და გამოწვევები.
აღნიშნულ ნაშრომში განხილულია უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის; ზოგადად საინვესტიციო გარემო, ნაჩვენებია ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ფონი ინვესტიციების რეგულირებისათვის და ინვესტიციების მოზიდვის მასტიმულირებელი პოლიტიკა აგრარულ სექტორში;
ნაშრომში გაანალიზებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე მოქმედი დადებითი და უარყოფითი ფაქტორები, განხილულია აგრარულ სექტორში განხორციელებული ინვეტიციების გავლენა სხვა სექტორების განვითარებაზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/756
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro gogotishvili ana.pdfუცხოური ინვესტიციების გავლენა სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებაზე1.39 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

76
checked on Jun 8, 2024

Download(s)

673
checked on Jun 8, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.