გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/749
სათაური: უმუშევრობის პრობლემა საქართველოში და მისი შემცირების ღონისძიებები
ავტორები: თოშხუა, ლევან 
ხელმძღვანელი: პაიჭაძე, ნუგზარ 
ხარისხის სახელი: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: უმუშევრობის კონცეფცია, არსი, წარმოშობის მიზეზები
უმუშევრობა საქართველოში და მისი ანალიზი
უმუშევრობის შემცირების ღონისძიებები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The actuality of the problems is, first of all, serious economic and social expense, which causes unemployment. One of the main negative consequences of unemployment is the unemployment of the working population and consequently producing products. If the economy does not meet the need for employment for everyone who wants and can work for those who are looking for a job and is ready to start it, then the potential potential for goods and services is lost. Consequently, unemployment prevents the public from fully manifesting and advancing its potential. Ultimately, it is considered as a slowdown in economic growth and destroys the country's economy and prevents its development.
One of the measuring indicators of living standards in the country is unemployment / employment. Unemployment in Georgia is an acute problem that is found in almost every public opinion study. Among the common national issues in the recent public opinion survey results, the population think that the most important problem is unemployment. According to the population estimates, absence of jobs is a more important issue than territorial integrity, human rights protection, accessible medical services, education and so on.
One of the main tasks for reducing the poverty level in the country is the reduction of unemployment, which is achieved by creating stable jobs. In order to implement this, it is necessary to analyze the existing labor market, determine its requirements, develop and implement correct social policies of the state.

პრობლემის აქტუალურობა, უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობს სერიოზულ ეკონომიკურ და სოციალურ ხარჯებში, რასაც უმუშევრობა იწვევს. უმუშევრობის ერთ-ერთი უმთავრესი უარყოფითი შედეგია შრომისუნარიანი მოსახლეობის დაუსაქმებლობა და შესაბამისად, უწარმოებელი პროდუქციაა. თუ ეკონომიკა ვერ აკმაყოფილებს დასაქმების საჭიროებას ყველასთვის, ვისაც სურს და შეუძლია იმუშაოს, მათთვის ვინც ეძებს სამუშაოს და მზად არის დაიწყოს იგი, მაშინ საქონლისა და მომსახურების წარმოების პოტენციური შესაძლებლობა დაკარგულია. შესაბამისად, უმუშევრობა ხელს უშლის საზოგადოებას თავისი პოტენციალის სრულად გამოვლინებასა და წინსვლაში. საბოლოო ჯამში, ეს ეკონომიკური ზრდის შენელებად ითვლება, აზიანებს ქვეყნის ეკონომიკას და ხელს უშლის მის განვითარებას.
ქვეყანაში ცხოვრების დონის ერთ-ერთი მთავარი საზომი მაჩვენებელია უმუშევრობა/დასაქმება. საქართველოში უმუშევრობა მწვავე პრობლემაა, რომელიც თითქმის ყველა საზოგადოებრივი აზრის შესწავლაში ვლინდება. ბოლო დროს განხორციელებულ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებში საერთო ეროვნულ საკითხებს შორის, მოსახლეობის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა უმუშევრობაა. მოსახლეობის შეფასებით, სამუშაო ადგილების არარსებობა უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, განათლება და ა.შ.
ქვეყანაში სიღარიბის დონის შესამცირებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა უმუშევრობის შემცირება, რაც მიიღწევა სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნის გზით. აღნიშნულის განსახორციელებლად აუცილებელია არსებული შრომის ბაზრის გაანალიზება, მისი მოთხოვნების განსაზღვრა, სახელმწიფოს მხრიდან სწორი სოციალური პოლიტიკის შემუშავება და გატარება.
URI: https://openscience.ge/handle/1/749
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro toshkhua levan.pdfუმუშევრობის პრობლემა საქართველოში და მისი შემცირებისღონისძიებები1.79 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

380
checked on Apr 29, 2024

გადმოწერა

3,861
checked on Apr 29, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.