გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/739
სათაური: ორგანიზაციული სტრუქტურები თანამედროვე ბიზნესში
ავტორები: მაკასარაშვილი, მიხეილ 
ხელმძღვანელი: შიხაშვილი, გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ორგანიზაციული სტრუქტურა
ადაპტური ორგანიზაციული დიზაინი
ორგანიზაციული სტრუქტურების თავისებურებები უცხოურ კომპანიებში
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
Nowadays the organization's efficiency in the world is significantly determined by its organizational structure. Organizational structure is a formal arrangement of works and activities within the organization. It serves many purposes and in many cases may be presented visually in the form of organizational scheme. In order to achieve the goals of the organization, organizational structure is used as a basis for distribution of tasks, objectives, their coordination and supervision.
This work discusses the essence of organizational structure and design and its effect on business efficiency, how it is formed and used. The work presents different forms of organizational structures, adaptive organizational design, and discusses what type of structure is optimal for different companies. The section of organizational structures and theoretical-methodological issues of organizational design also discusses the challenges that characterize modern business. Examples of the organizational structure of various foreign and Georgian companies are discussed and how the approach has changed in terms of organizing activities; In the constantly changing environment, how the employee got to the forefront and how focus shifted on flexible work activities. The work also provides research on organizational structures in companies of Georgia, on positive and negative aspects that are the characteristic of their leadership, on organizational style and how effectively they react to different changes in the business environment.

დღესდღეობით მსოფლიოში ორგანიზაციის ეფექტიანობას მნიშვნელოვანად განსაზღვრავს მისი ორგანიზაციული სტრუქტურა. ორგანიზაციული სტრუქტურა არის ორგანიზაციის შიგნით სამუშაოების ფორმალური მოწესრიგება. იგი მრავალ მიზანს ემსახურება და ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, ვიზუალურად ორგანიზაციული სქემის სახით იყოს წარმოდგენილი. მის საფუძველზე უშუალოდ ხდება ამოცანების, დავალებების განაწილება, კოორდინაცია და ზედამხედველობა, რათა მიღწეული იქნას ორგანიზაციის მიზნები.
მოცემულ ნაშრომში განხილულია ორგანიზაციული სტრუქტურისა და დიზაინის არსი და გავლენა ბიზნესის ეფექტურ ფუნქციონირებაზე, თუ როგორ ხდება მისი ფორმირება და მიზანმიმართულად გამოყენება. წარმოდგენილია ორგანიზაციული სტრუქტურის სხვადასხვა სახე, ადაპტური ორგანიზაციული დიზაინი და განხილულია, თუ რა შემთხვევაში, რომელი ტიპის სტრუქტურა არის ოპტიმალური სხვადასხვა კომპანიისთვის. ორგანიზაციული სტრუქტურების და ორგანიზაციული დიზაინის თეორიულ-მეთოდოლოგიური საკითხებში, ასევე, საუბარია იმ გამოწვევებზეც, რომლებიც ახასიათებს თანამედროვე ბიზნესს.
განხილულია სხვადასხვა უცხოური და ქართული კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურის მაგალითები და დროთა განმავლობაში როგორ შეიცვალა მიდგომა საქმიანობის ორგანიზების კუთხით; თუ ცვალებად გარემოში როგორ წამოიწია თანამშრომელი წინა პლანზე და მოხდა ყურადღების გამახვილება მოქნილ სამუშაო ღონისძიებებზე. ნაშრომში ასევე წარმოდგენილია კვლევა საქართველოს კომპანიებში არსებული ორგანიზაციული სტრუქტურების შესახებ, თუ რა დადებითი და უარყოფითი ასპექტები ახასიათებთ მათი ხელმძღვანელობის, ორგანიზების სტილს და რამდენად ეფექტურად რეაგირებენ ბიზნეს გარემოში მიმდინარე ამა თუ იმ ცვლილებაზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/739
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro makasarashvli mikheil.pdfორგანიზაციული სტრუქტურები თანამედროვე ბიზნესში3.11 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

235
checked on May 4, 2024

გადმოწერა

7,466
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.