Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/726
Title: დროის მენეჯმენტის აქტუალობა, თანამედროვე მიდგომები, სირთულეები და მათი გადაჭრის გზები
Authors: გაბათაშვილი, დემეტრე 
Advisor: ხარხელი, მანანა 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: დრო როგორც აუნაზღაურებელი რესურსი
დროის მართვის პრაქტიკული გამოკვლევა
დროის დაგეგმვის და მართვის სრულყოფის პერსპექტივები
დროის მართვის სირთულეების, ბარიერების და შეზღუდვების გადაჭრის გზები
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
At the Master's work reviewed the timely activity management, modern approaches, difficulties and ways of solving them. Possible perspectives and priority trends in time management development in companies in Georgia.
Time is the most valuable, limited and inexhaustible resource that needs proper distribution and usage. Time is a limited resource that has shown us the best of the XXI century. Technological development and human capacities increased the speed of life, this is expressed in private life as well as in any other field, including business. Business environment and situations are changing so rapidly that the right management time for managers is a challenge.
Study and analysis of time management in different companies around the world is widely used, to enhance the productivity and successfully of these companies themselves. The research presented by us is about practical study, analysis and evaluation of time management in Georgian companies.
The importance of time management is confirmed by our survey, the absolute majority of the respondents confirmed that time management is an important component of everyday activity. The research also revealed problems related to time management: Management passivity to improve the time management of the workers; The absence of time management system in companies; Unplanned work of the working process and more.

სამაგისტრო ნაშრომში განხილულია დროის მენეჯმენტის აქტუალობა, თანამედროვე მიდგომები, სირთულეები და მათი გადაჭრის გზები. კვლევის მიმდინარეობისას არჩეულ კომპანიებში დროის მენეჯმენტის განვითარების შესაძლო პერსპექტივები და პრიორიტეტული მიმართულებები.
დრო ყველაზე ძვირფასი, შეზღუდული და აღუდგენელი რესურსია, რომელსაც სწორი გადანაწილება და გამოყენება სჭირდება. დრო, რომ შეზღუდული რესურსია ეს ყველაზე უკეთ XXI საუკუნემ დაგვანახა. ტექნოლოგიურმა განვითარებამ და ადამიანის შესაძლებლობების გაზრდამ გამოიწვია ცხოვრების ტემპის აჩქარება, ეს გამოიხატა, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სხვა ნებისმიერ სფეროში, მათ შორის, ბიზნესშიც. ბიზნეს გარემო და სიტუაციები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ მენეჯერებისთვის დროის სწორი მართვა უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს.
მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიებში დროის მენეჯმენტის შესწავლა და მისი ანალიზი ფართოდ გამოიყენება, თავად ამ ორგანიზაცების პროდუქტიულობის და წარმატებულად საქმიანობის გასაზრდელად. ჩვენს მიერ წარმოდგენილი კვლევა ეხება დროის მენეჯმენტის პრაქტიკულ შესწავლას, ანალიზს და შეფასებას რამდენიმე არჩეულ კომპანიაში, ესენია: სს ,,ბია“, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“, ,,Evolution gaming”, შ.პ.ს. ,,აჭარა გრუპი“, შ.პ.ს. ,,ათორი“ და მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ,,ცენტრალი“ . დროის მართვის მნიშვნელობას ადასტურებს ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა, გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაგვიდასტურა, რომ დროის მართვა ყოველდღიურ საქმიანობაში მნიშვნელოვანი კომპონენტია. კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა დროის მართვასთან დაკავშირებული პრობლემები: მენეჯმენტის პასიურობა მომუშავეების დროის მართვის გასაუმჯობესებლად; კომპანიებში დროის მართვის კონტროლის სისტემის არ არსებობა; სამუშაო პროცესის დაუგეგმავი შეწყვეტა და სხვა.
URI: https://openscience.ge/handle/1/726
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro gabatashvili demetre.pdfდროის მენეჯმენტის აქტუალობა, თანამედროვე მიდგომები, სირთულეები და მათი გადაჭრის გზები1.45 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

187
checked on May 5, 2024

Download(s)

947
checked on May 4, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.