Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/702
Title: დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებები
Other Titles: რასიზმის შემთხვევა
Authors: სამაკაშვილი, მერი 
Advisor: გველესიანი, ირინა 
Degree Name: ფილოლოგიის მაგისტრი
Degree Discipline: თარგმანის თეორია და მთარგმნელობითი პრაქტიკა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: დისკრიმინაცია
ადამიანის უფლებები
რასიზმი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
,,Discrimination and Human Rights The Case of Racism’’ is a collection of articles by different authors, which is edited by Sandra Fredman. The book was published in 2001 by ,,Oxford University Press’’. It consists of 8 chapters. Here are discussed discrimination, its types and meaning. Here is reviewed racism and international measures against it, which is followed by a critical examination of the newly developed race discrimination directive at the EU level.
I translated two chapters of the book (the 2nd and the 3rd (I, II), which are divided into sub-chapters. In each chapter there are examined different cases, which are connected with the violation human rights.
The 2nd chapter examines the nature of racism and its consequences. Racism is about relationships of domination and subordination, about hatred of ,,other’’ in defense of ,,self’’. As Sandra Fredman thinks, racism can operate along at least three axes: first, that of denigratory stereotyping, hatred and violence. Secondly, that of a cycle of disadvantage. Thirdly, the negation and obliteration of culture, religion or language. The author discusses conceptions of equality. In her opinion equality as an ideal is a relatively modern notion. She examines each notion of equality. Sandra Fredman explains the direct and indirect discriminations. In the last part the attention is paid to the equality as a human right. S. Fredman discusses when a state has a right to differentiate between groups.
In the first part of the 3rd chapter Dimitrina Petrova talks about the racist consensus and its disguises. Every society is racist to some degree. The acknowledgement of racism is the prerequisite of its overcoming. As she thinks, there can be different grades of consciousness and awareness of racism. Petrova presents different types of denial of racism. The author examines the racial discrimination as the social practice of racism. Racial discrimination is understood in human rights law as the violation of human rights. In the second part there are examined racial discrimination and group rights. Group rights are those that are irreducible to the sum of the rights of the respective group members. Group rights are those rights which a group member cannot claim alone.

,,დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებები (რასიზმის შემთხვევა)’’ სხვადასხვა ავტორის სტატიების კრებულია. მისი რედაქტორი სანდრა ფრედმანია. წიგნი გამოიცა 2001 წელს ,,ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის’’ მიერ. შედგება 8 თავისაგან. წიგნში საუბარია დისკრიმინაციაზე, მის სახეებსა და მნიშვნელობაზე. განხილულია რასიზმი და მის წინააღმდეგ მიღებული საერთაშორისო ზომები, რომლებსაც თან ახლავს ევროკავშირის დონეზე ახლად მიღებული რასობრივი დისკრიმინაციის დირექტივის კრიტიკული განხილვა.
მე ვთარგმნე წიგნის ორი თავი (მე–2 და მე–3 (I, II) თავები), რომლებიც დაყოფილია ქვეთავებად. თითოეულ თავში განხილულია სხვადასხვა სასამართლო საქმე, რომლებიც დაკავშირებული იყო ადამიანის უფლებების დარღვევასთან.
მე-2 თავში საუბარია რასიზმის ბუნებასა და მის შედეგებზე. რასიზმი შეეხება დომინანტობასა და დაქვემდებარებას შორის ურთიერთობას, ,,სხვის’’ სიძულვილს ,,საკუთარი თავის’’ დასაცავად. როგორც სანდრა ფრედმანი მსჯელობს, რასიზმს შეუძლია, სულ მცირე, სამი მიმართულებით მოქმედება: პირველი არის დამამცირებელი სტერეოტიპების, სიძულვილისა და ძალადობის. მეორე არის დაჩაგრულ მდგომარეობაში ყოფნის ციკლი. მესამე კულტურის, რელიგიის ან ენის უგულებელყოფა და განადგურებაა. ავტორი საუბრობს თანასწორობის კონცეფციებზე. მისი აზრით, თანასწორობა, როგორც იდეალი შედარებით თანამედროვე ცნებაა. სანდრა ფრედმანი სათითაოდ განიხილავს თანასწორობის ცნებებს, განმარტავს პირდაპირ და ირიბ დისკრიმინაციას. ბოლო ნაწილში ყურადღება ეთმობა თანასწორობას, როგორც ადამიანის უფლებას. ს. ფრედმანი მსჯელობს, თუ როდის აქვს სახელმწიფოს ჯგუფების ერთმანეთისაგან განსხვავების უფლება.
მე-3 თავის პირველ ნაწილში დიმიტრინა პეტროვა საუბრობს რასისტულ კონსენსუსსა და მის შენიღბვაზე. ყველა საზოგადოება გარკვეულწილად რასისტულია და რასიზმის აღიარება მისი დაძლევის წინაპირობაა. მისი აზრით, არსებობს რასიზმის შეგნებისა და გაცნობიერების სხვადასხვა ხარისხი. პეტროვა წარმოგვიდგენს რასიზმის უარყოფის სახეებს. ავტორი საუბრობს რასობრივ დისკრიმინაციაზე, როგორც რასიზმის სოციალურ პრაქტიკაზე. რასობრივი დისკრიმინაცია ადამიანის უფლებათა სამართალში გაგებულია, როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევა. მეორე ნაწილში განხილულია რასობრივი დისკრიმინაცია და ჯგუფის უფლებები. ჯგუფის უფლებები ის უფლებებია, რომლებიც არ დაიყვანება შესაბამისი ჯგუფის წევრების უფლებათა ჯამამდე. ამავდროულად, ჯგუფის უფლებები ის უფლებებია, რომლებსაც ჯგუფის წევრი მარტო ვერ მოითხოვს.
URI: https://openscience.ge/handle/1/702
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro samakashvili.pdfდისკრიმინაცია და ადამიანის უფლებები1.16 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

820
checked on Dec 9, 2022

Download(s)

1,736
checked on Dec 9, 2022

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.