Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/699
Title: მარკეტინგის სფეროში დასაქმებულთა სამსახურისა და ცხოვრების ბალანსის კვლევა და ინტერნალური მარკეტინგის განვითარების პერსპექტივები
Authors: ჭელიძე, ენდი 
Advisor: თოდუა, ნუგზარ 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: სამსახურისა და ცხოვრების ბალანსი
შრომის ბაზარი
შრომითი უფლებების კვლევა
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
High self-esteem, satisfaction and sense of harmony are directly related to the labour market and are important for individual well-being. The aim is to research the marketing industry employee’s work-life balance and identify perspectives of internal marketing development. Accordingly, the research objectives were as follows: Quality survey of the satisfaction of employees in the field of marketing; Research of quality of work-life balance of the employees in the field of marketing; Research of dependence on work-life balance on the basis of differences between generations; Research of impact quality of work-life balance in choosing of workplace; Labor rights survey of the labor market of Georgia; Relevance of labor policy of the institution/organization/employer with the needs of employee; Research of awareness of employees about their rights; Determining the free activities of the employees in the field of marketing, depending on the aspects of family statement on income; Identify the role of employees in the field of marketing in protecting work-life balance; Tendency research of the employee’s work-life balance in the public and private sectors of Georgia; and Research of internal marketing trends in Georgian labor market. The survey is important because the work-life balance of employees in the field of marketing is reflecting on the competitiveness of the institution and then on the labour market. Research Methodology – triangulation approach: analysis of Documents; The method of the survey: the mass survey (151 respondents through a questionnaire); Secondary data analysis and Comparision. As a result of the survey, the quality of work-life balance in the field of marketing is found to be low, and there are fundamental problems in the direction of internal marketing.

სამსახურისა და ცხოვრების ბალანსის ინდიკატორად ითვლება მაღალი თვითშეფასება, კმაყოფილება და ჰარმონიის შეგრძნება, რომელიც უშუალოდ უკავშირდება შრომის ბაზარს და მნიშვნელოვანია ინდივიდუალური კეთილდღეობისთვის. კვლევის მიზანია მარკეტინგის სფეროში დასაქმებულთა სამსახურისა და ცხოვრების ბალანსის კვლევა და ინტერნალური მარკეტინგული განვითარების პერსპექტივების გამოვლენა. შესაბამისად, გამოიყო კვლევის ამოცანები: მარკეტინგის სფეროში დასაქმებულთა კმაყოფილების ხარისხის კვლევა; მარკეტინგის სფეროში დასაქმებულთა სამსახურისა და ცხოვრების ბალანსის ხარისხის კვლევა; სამსახურისა და ცხოვრების ბალანსისადმი დამოკიდებულების კვლევა თაობათა შორის განსხვავებების საფუძველზე; სამსახურისა და ცხოვრების ბალანსის გავლენის ხარისხის კვლევა სამსახურის არჩევისას; საქართველოს შრომის ბაზარზე დასაქმებულთა შრომითი უფლებების კვლევა; დაწესებულების /ორგანიზაციის/ დამსაქმებლის შრომითი პოლიტიკის შესაბამისობა დასაქმებულთა საჭიროებებთან; საკუთარი უფლებების შესახებ დასაქმებულთა ინფორმირებულობის კვლევა; მარკეტინგის სფეროში დასაქმებულთა თავისუფალი აქტივობების განსაზღვრა და მათი დამოკიდებულება შემოსავალზე ოჯახური მდგომარეობის ასპექტის გათვალისწინებით; მარკეტინგის სფეროში დასაქმებულთა როლის იდენტიფიცირება სამსახურისა და ცხოვრების ბალანსის დაცვაში; საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა სამსახურისა და ცხოვრების ბალანსის ტენდენციის კვლევა; ინტერნალური მარკეტინგის ტენდენციების კვლევა საქართველოს შრომის ბაზარზე. კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან მარკეტინგში დასაქმებულთა სამსახურისა და ცხოვრების ბალანსი აისახება დაწესებულების კონკურენტუნარიაობასა და საბოლოოდ შრომის ბაზარზე. კვლევის მეთოდოლოგია - ტრიანგულაციური მიდგომა: დოკუმენტების ანალიზი; გამოკითხვის მეთოდი: მასობრივი გამოკითხვა (151 რესპონდენტი ანკეტირების საშუალებით); მეორადი მონაცემების ანალიზი და შედარება. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მარკეტინგის სფეროში დასაქმებულთა სამსახურისა და ცხოვრების ბალანსის ხარისხი დაბალია და არსებობს ძირეული პრობლემები ინტერნალური მარკეტინგის მიმართულებით.
URI: https://openscience.ge/handle/1/699
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro tchelidze endi.pdfმარკეტინგის სფეროში დასაქმებულთა სამსახურისა და ცხოვრების ბალანსის კვლევა და ინტერნალური მარკეტინგის განვითარების პერსპექტივები2.4 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

188
checked on May 4, 2024

Download(s)

626
checked on May 4, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.