Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/689
Title: ბრენდისადმი მომხმარებლის დამოკიდებულების კვლევა კომპანია „მაგთიკომის“ მაგალითზე
Authors: ქარდავა, ბოთო 
Advisor: ვეშაგური, მაია 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: ბრენდის სამომხმარებლო კაპიტალის შექმნა
კომპანია „მაგთიკომის“ საქმიანობის მიმოხილვა
მომხმარებლის კმაყოფილება და მისი დეტერმინანტები
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Establishing a positive attitude towards the brand is one of the most important tasks for any producer. Due to the fact that dissatisfied customers are more likely to share their negative impression with others than satisfied customers, each company needs to develop a different marketing strategy. Through the latter, organizations can not only maintain existing loyal customers, but also increase the number of loyal customers, periodically. Formation of positive dependence on the brand is in parallel with loyalty. The more the company is trying to develop a customer-oriented marketing strategy, the more positive feedback is predictable from the users.
The purpose of this paper is to determine the customer's dependence on the brand on the example of “Magticom”. Initially we reviewed different works of scientists, articles, outcomes of conducted research, and then developed a survey card and conducted the online survey using quantitative research methods. The main trends were revealed by the survey with specific results and it turned out that the company "Magticom" is a reliable and prestigious company. Also, users think that there are problems with the quality of service. Consumers believe that there is high process on the telecommunication market. Consequently, conclusions and recommendations have been elaborated, which will help companies in the telecommunications market improve their service quality, increase loyalty of costumers to the brand and an amotional attachment.
The work consists of three chapters and ten subjects, including the final part, the list and annex of the used literature.

ბრენდისადმი მომხმარებლის დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ნებისმიერი მწარმოებლისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ უკმაყოფილო მომხმარებლები უფრო ხშირად უზიარებენ თავიანთ უარყოფით შთაბეჭდილებას სხვებს, ვიდრე კმაყოფილი კლიენტები, თითოეული კომპანიისთვის აუცილებელია სხვადასხვა მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება.
ამ უკანასკნელის მეშვეობით ორგანიზაციები შეძლებენ არამარტო არსებული ერთგული მომხმარებლების შენარჩუნებას, არამედ პერიოდულად ლოიალურ კლიენტთა რაოდენობის გაზრდასაც. ბრენდისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაც სწორედ ლოიალურობის პარალელურად მიმდინარეობს. რაც უფრო მეტად ცდილობს კომპანია მომხმარებლებზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებას, მით უფრო დადებით უკუკავშირს იღებს მომხმარებლისგან.
აღნიშნული ნაშრომის მიზანია განისაზღვროს ბრენდისადმი მომხმარებელთა დამოკიდებულება კომპანია „მაგთიკომის“ მაგალითზე. თავდაპირველად მიმოვიხილეთ სხვადასხვა მეცნიერთა ნაშრომები, სტატიები, ჩატარებული კვლევების შედეგები, შემდეგ შემუშავდა კვლევის ანკეტა და ონლაინ ანკეტირების მეშვეობით მოხდა რესპონდენტების გამოკითხვა რაოდენობრივი კვლევის მეთოდით.
გამოვლინდა ის ძირითადი ტენდენციები, რომელიც არსებობს ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. კვლევამ გამოკვეთა კონკრეტული შედეგები და აღმოჩნდა, რომ მომხმარებელთა თვალში კომპანია „მაგთიკომი“ სანდო და პრესტიჟული კომპანიაა. ასევე, მომხმარებლები თვლიან, რომ პრობლემებია მომსახურების ხარისხის მოწოდებისას. მომხმარებელთა აზრით, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ფასების მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, შემუშავდა დასკვნები და რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი კომპანიები შეძლებენ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და გაზრდიან ბრენდისადმი მომხმარებლების ლოიალურობას და ემოციურ მიჯაჭვულობას.
ნაშრომი შედგება სამი თავისა და ათი ქვეთავისგან, ასევე მოიცავს დასკვნით ნაწილს, გამოყენებული ლიტერატურის ნუსხასა და დანართს.
URI: https://openscience.ge/handle/1/689
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro qardava boto.pdfბრენდისადმი მომხმარებლის დამოკიდებულების კვლევა კომპანია „მაგთიკომის“ მაგალითზე2.19 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

184
checked on May 2, 2024

Download(s)

1,384
checked on May 2, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.