გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/681
სათაური: საინვესტიციო რისკების შეფასება - საინვესტიციო საქმიანობის გაუმჯობესების მექანიზმი
ავტორები: ზოიძე, ირაკლი 
ხელმძღვანელი: ბარბაქაძე, ხათუნა 
ხარისხის სახელი: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საინვესტიციო პროექტი
საინვესტიციო პროექტის შეფასება
საინვესტიციო რისკების პრაქტიკული ანალიზი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
Investment risks are discussed and emphasized in the master's work as mechanisms for improvement of investment activities. Georgia is striving to become closer to the developed countries, therefore the priority is to attract investments, and therefore material resources to be invested. In addition, the most important issue is the analysis of the desired, attractive environment for investment. For this purpose, it is necessary to assess the problems and risks arising in the implementation of the project, which is a hindering factor for the effective implementation of the investment project.
Analysis of the current state of economic development of Georgia shows that the investment environment of the country is attractive for both foreign and local investors, that is also confirmed by the international investment ratings. All of this promotes a flexible tax system that is reflected in low tax cargo, investment promotion programs, general investment climate and geo-political situation. However, we still do not have a solid position to attract investments, as there are high volatility of foreign exchange and consumer prices, high rate of debt, low income and other risks. Also, it is low on the development of means of attracting cheap money and it is difficult to access capital.
Therefore, it is necessary to study and analyze the causes of such a situation, and find the ways of elimination investment risks.

სამაგისტრო ნაშრომში განხილული და შეაფსებულია საინვესტიციო რისკები, როგორც საინვესტიციო საქმიანობის გაუმჯობესების მექანიზმი. საქართველო მიისწრაფვის დაუახლოვდეს განვითარებულ სახელმწიფოებს, სწორედ ამიტომ პრიორიტეტულია ინვესტიციების მოზიდვა და შესაბამისად, მატერიალური რესურსების დაბანდება. ამასთანავე, საკმაოდ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს ინვესტირებისათვის სასურველი, მიმზიდველი გარემოს ანალიზი.
აღნიშნულისათვის აუცილებელია პროექტის განხორციელების პროცესში წარმოქმნილი პრობლემებისა და რისკების შეფასება, რომელიც საინვესტიციო პროექტის ეფექტიანი განხორციელების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო გარემო მიმზიდველია, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვის, რასაც ადასტურებს საერთაშორისო საინვესტიცო რეიტინგები. ყოველივე აღნიშნულს ხელს უწყობს მოქნილი საგადასახადო სისტემა, რაც დაბალ საგადასახადო ტვირთში გამოიხატება, ინვესტიციების ხელშეწყობის პროგრამები, ზოგადი საინვესტიციო კლიმატი და გეოპოლიტიკური მდგომარეობა. თუმცა ინვესტიციების მოსაზიდად მყარი პოზიცია ჯერაც არ გაგვაჩნია, რადგანაც მაღალია სავალუტო, ჭარბვალიანობის, დაბალი შემოსავლების და სხვა რისკები. ასევე, დაბალია იაფი ფულადი რესურსების მოზიდვის საშუალებების განვითარება და რთულია კაპიტალზე წვდომა. ამიტომ, საჭიროა ასეთი მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების კომპლექსურად შესწავლა, გაანალიზება და შესაბამისად, მათი აღმოფხვრის გზების ძიება.
URI: https://openscience.ge/handle/1/681
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro zoidze irakli.pdfსაინვესტიციო რისკების შეფასება - საინვესტიციო საქმიანობის გაუმჯობესების მექანიზმი1.54 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

141
checked on Jun 7, 2024

გადმოწერა

1,153
checked on Jun 7, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.